вторник, 17 декабря 2024 г.

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-17 დღე

17.12-ის 19:26 სთ.დან 18.12-ის  20:38 სთ.მდე მოქმედებს. 

 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

ზარი, ყურძნის მტევანი.

მოქმედება:

ექსტაზი.

სახელწოდება:

ზარი, ყურძნის მტევანი.

 

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. 

მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.

რეკომენდებულია მშრალი ღვინო.


სამედიცინო თვალსაზრისით:

ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.

მედიტაცია:

ცეკვა.

მთვარე იმყოფება   ,,ლომის''   ზოდიაქოში         18.12-ის  3:40 სთ.დან   20.12-ის11:36 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მშვილდოსნის და  ვერძის   ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება   სასწორის და  ტყუპების  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება თხის რქის და თევზების ნიშნებს.

ლომის და მერწყულის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ქალწულის  ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები კირჩხიბის  ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს დღეები მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  18 დეკემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

facebook: ბესო ბეციაშვილი

მობ: 593 215274

ასტროლოგთან კონსულტაციისთვის მომწერეთ მესებჯერში ან დარეკეთ მობილურზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий