მთვარის მე-20 დღე
20.12-ის 22:53 სთ.დან 21.12-ის 23:56 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება: |
მორიელის მე-19 და 30-ე გრადუსები. |
სიმბოლო: |
“არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას. |
მოქმედება: |
ფრენა. |
სახელწოდება: |
არწივი, მუზა. |
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, “აუცილებელი” საქმეებისთვის.
მისტიური
ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი ჴ რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური
ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ჴ ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
მთვარის მე-20 დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში ჴ არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა,
ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება ,,ქალწულის'' ზოდიაქოში 20.12-ის11:36 სთ.დან 22.12-ის 23:07 სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. სუსტად დადებითი დღეები ექნება მორიელის და კირჩხიბის ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება მერწყულის და ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.
დადებითია აღნიშნული დღეები ლომის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს დღეები მშვილდოსნის და ტყუპების ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 21 დეკემბერი ზამთრის ბუნიობაა-ყველაზე დიდი ღამე და ყველაზე მოკლე დღე.
21 დეკემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.
მე-20 მთვარის დღის ენერგია დადებითია. სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
ასტროლოგთან კონსულტაციისთვის მომწერეთ მესებჯერში ან დარეკეთ მობილურზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий