четверг, 26 декабря 2024 г.

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის 25- დღე 

 

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.

მოქმედება:

წარმოსახვა.

სახელწოდება:

ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

 

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.

პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.

ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.

სამედიცინო თვალსაზრისით:

-

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.

მედიტაცია:

შესაძლებელი იდეალი ადამიანში.


მთვარე იმყოფება   ,,მორიელის''   ზოდიაქოში             25.12-ის 12.06 სთ.დან  27.12-ის  23:46 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და  კირჩხიბის  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება   თხის რქის  და  ქალწულის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ვერძის და ტყუპების ნიშნებს.

მორიელის და კუროს  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის  ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს დღეები მერწყულის და ლომის ნიშნებისთვის.


დღის პროგნოზი: 26 დეკემბერი სუსტად უარყოფითი დღეა. მოითხოვს რაციონალობას და გონივრულობას.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

facebook: ბესო ბეციაშვილი

მობ: 593 215274

ასტროლოგთან კონსულტაციისთვის მომწერეთ მესენჯერში ან დარეკეთ მობილურზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий