воскресенье, 8 декабря 2024 г.

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-9 დღე 

9.12-ის 13:44 სთ.დან   10.12-ის  14:06 სთ.მდე მოქმედებს.

პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის

 

სიმბოლური შესატყვისება:

კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

ღამურა.

მოქმედება:

სპაზმა, მოწამვლა.

სახელწოდება:

ღამეს, რძის გზა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.

მისტიური ზეგავლენა:

ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.

შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.

სოციალური ზეგავლენა:

ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.

საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.

არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ

მედიტაცია:

თეთრი ფონი.

მთვარე იმყოფება   ,,თევზების''   ზოდიაქოში         7.12-ის 13:49 სთ.დან  9.12-ის 17:38 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კირჩხიბის და მორიელის  ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება   კუროს და  თხის რქის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ლომის და სასწორის ნიშნებს.

თევზების და ქალწულის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მერწყულის  ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები ვერძის ნიშნისთვის.


კრიტიკულია ეს დღეები ტყუპების და მშვილდოსნის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 9 დეკემბერი რთული და პრობლემური დრე იქნება. უმჯობესია თუ მნიშვნელოვან საქმეს დაგეგმავთ 10 დეკემბრის 14 საათის შემდეგ, ან მომდევნო დღეებში.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

facebook: ბესო ბეციაშვილი

მობ: 593 215274

ასტროლოგიური კონსულტაციისთვის მომწერეთ მესებჯერში ან დარეკეთ მობილურზე.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий