მთვარის 1-ლი დღე 10.02 ის 7.38 და 11.02 ის 8.20 სთ.მდე
(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)
სიმბოლური შესატყვისება: ვერძის 1-ლი და 12-ე გრადუსები
სიმბოლო: მანათობელი, ლამპარი, შუქი.
მოქმედება: აზრი.
სახელწოდება: მანათობელი, სხივი.
შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1-ლ დღეს ფიქრი “არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.
8.02.2013წლის 23.16 სთ.დან მთვარე გადადის მერწყულის ზოდიაქოში 11.02.2013წლის 1.19 სთ.მდე. აღნოშნულ პერიოდში მოხდება ახალმთვარეობის დადგომა რაც, თავისთავად, რთულს ხდის აღნიშნული დროის მონაკვეთს. (ახ. მთვარე- 10.02-ის 11.20 სთ ზე.) 8 დან 12 თებერვლის ჩათვლით გვაქვს, ე.წ. ,,გეკატის დღეები'', როდესაც მთვარე არ მოსჩანს; ,,გეკატა'' ბერძნულ მითოლოგიაში არის წყვდიადის ქალღმერთი. შესაბამისად, ასეთ დღეებში ყოველთვის დაძაბულია ფსიქიკა.მოსალოდნელია გადაღლის და უზილობის გამო ისტერიული მდგომარეობები.ვენების ვარიკოზური გაგანიერებისადმი მიდგეკილება მოიმატებს, აგრეთვე, დაბალი წნევის და გულის წასვლის ალბათობა მაღალი იქნება. ვინც მკაცრ დიეტას აკეთებს, სჯობს აღნიშნულ დღეებში თავი შეიკავონ დიეტისაგან. ზოგადად, ადამიანები ხდებიან კონფლიქტურები. მომეტებულია ფსიქიკურის გარდა საერთოდ ჯანმრთელობის მასობრივი გაუარესება.
ამ დღეებში აქტუალური კოსმოსი რთულია და ზუსტად 10 თებერვლის 12 საათზე გვაქვს მარსი იუპიტერის კვადრატურა, რაც ნიშნავს 2-4 დღის განმავლობაში, საქმის აგრესიულ ჩაშლას, მკვეთრ დაპირისპირებებს საზოგადოების ყველა სეგმენტში. აგრეთვე, ჯანმრთელობის დარღვევებს შეუწყოფს ხელს ასეთი დაძაბული პლანეტარული განლაგება.
ახალი მთვარის შემდეგ, მთვარე 12 თებერვლიდან გამოჩნდება ცაზე მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით, რაც დადებითი ფაქტორია და ამდაგვარი პრობლემები საგრძნობლად მოიხსნება.
აღნისნული პერიოდი(მთვარე მერწყულის ზოდიაქოში) წარმატებულია პირველ რიგში ტყუპების ზოდიაქოს და შემდგომ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისათვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებს.
შედარებით დაძაბული თავად მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის, მაგრამ, მთლიანობაში, დადებითად შეიძლება შეფასდეს.
კრიტიკულია ეს 2 დღიანი მონაკვეთი კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის. დანარჩენებისათვის ნეიტრალურია.( ასეთი ზოგადი მსჯელობით, მეტის თქმის საშუალება ფაქტიურად, არ არსებობს, და საჭიროა, პირადი ჰოროსკოპის მიხედვით შედგენილი ასტროლოგიური პროგნოზებით ისარგებლოთ, რათა საფუძვლიანად შეგეძლოთ ცხოვრების სწორად დაგეგმვა და მეტი წარმატებების მიღწევა,)
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
8.02.2013წელი
მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.c
Комментариев нет:
Отправить комментарий