пятница, 8 февраля 2013 г.

მთვარის 29-ე დღე


9.02.2013წლის 7.00 სთ.დან  10.02.2013წლის  7.38 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება:
პანიკა.
სახელწოდება:
ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
რ არის რეკომენდებული.

                                . . .
8.02.2013წლის 23.16 სთ.დან მთვარე გადადის მერწყულის ზოდიაქოში 11.02.2013წლის 1.19 სთ.მდე.   აღნოშნულ პერიოდში მოხდება ახალმთვარეობის დადგომა რაც, თავისთავად, რთულს ხდის აღნიშნული დროის მონაკვეთს. (ახ. მთვარე- 10.02-ის 11.20 სთ ზე.)  8 დან 12 თებერვლის ჩათვლით გვაქვს, ე.წ. ,,გეკატის დღეები'', როდესაც მთვარე არ მოსჩანს; ,,გეკატა'' ბერძნულ მითოლოგიაში არის წყვდიადის ქალღმერთი. შესაბამისად,  ასეთ დღეებში ყოველთვის დაძაბულია ფსიქიკა.მოსალოდნელია გადაღლის და უზილობის გამო ისტერიული მდგომარეობები.ვენების ვარიკოზური გაგანიერებისადმი მიდგეკილება მოიმატებს, აგრეთვე, დაბალი წნევის და გულის წასვლის ალბათობა მაღალი იქნება. ვინც მკაცრ დიეტას აკეთებს, სჯობს აღნიშნულ დღეებში თავი შეიკავონ დიეტისაგან. ზოგადად, ადამიანები ხდებიან კონფლიქტურები. მომეტებულია ფსიქიკურის გარდა საერთოდ ჯანმრთელობის მასობრივი გაუარესება. 
ამ დღეებში აქტუალური კოსმოსი რთულია და ზუსტად 10 თებერვლის 12 საათზე გვაქვს მარსი იუპიტერის კვადრატურა, რაც ნიშნავს 2-4 დღის განმავლობაში, საქმის აგრესიულ ჩაშლას, მკვეთრ დაპირისპირებებს საზოგადოების ყველა სეგმენტში. აგრეთვე, ჯანმრთელობის დარღვევებს შეუწყოფს ხელს ასეთი დაძაბული პლანეტარული განლაგება.
 ახალი მთვარის შემდეგ, მთვარე 12 თებერვლიდან გამოჩნდება ცაზე მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით, რაც დადებითი ფაქტორია და ამდაგვარი პრობლემები საგრძნობლად  მოიხსნება.
აღნისნული პერიოდი(მთვარე მერწყულის ზოდიაქოში) წარმატებულია პირველ რიგში ტყუპების ზოდიაქოს და შემდგომ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისათვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებს.
შედარებით დაძაბული თავად მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის, მაგრამ, მთლიანობაში, დადებითად შეიძლება შეფასდეს.
კრიტიკულია ეს 2 დღიანი მონაკვეთი კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის. დანარჩენებისათვის ნეიტრალურია.( ასეთი ზოგადი მსჯელობით, მეტის თქმის საშუალება ფაქტიურად, არ არსებობს, და საჭიროა, პირადი ჰოროსკოპის მიხედვით შედგენილი ასტროლოგიური პროგნოზებით ისარგებლოთ, რათა საფუძვლიანად შეგეძლოთ ცხოვრების სწორად დაგეგმვა და მეტი წარმატებების მიღწევა,)

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
                    8.02.2013წელი

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий