среда, 17 апреля 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 17 აპრილი 2013 წელი


მთვარის მე-8 დღე 17.04-ის 11.09 სთ.ზე 18.04 ის 12.05 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 25- და კირჩხიბის მე-6 გრადუსი.
სიმბოლო:
ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს.
მოქმედება:
ტრანსფორმირება.
სახელწოდება:
ფენიქსი, განძის ზარდახშა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.
მისტიური ზეგავლენა:
ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება, განსაკუთრებით რთულის, რომლებიც შეიცავს 108 და 72 კომპონენტს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.
მედიტაცია:
ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე გადავა ,,კირჩხიბის''ზოდიაქოს ნიშანში  16.04 ის 6.49სთ.დან  18.04-ის 19.13 სთ.მდე 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და შემდეგ თევზების ნიშნით  დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მშვილდოსნის და მერწყულის  ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თხის რქის და კირჩხიბის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  სასწორის და ვერძის  ზოდიაქოსათვის.


ვერძის ზოდიაქოში  ,,პლანეტების პარადი'', რომელიც ზუსტი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგადად , რთულია და კრიტიკული,გამოიწვევს ყველა დონეზე ახლის დაწყებას და ძველზე უარის თქმას,( რევოლუციურ სიტუაციებს). ასეთი პლანეტარული განლაგება,,სწორი დაგეგმვის დროს, ,,განახლებას'' და წინსვლას მოგვიტანს უმეტეს შემთხვევაში. ასეთ კრიტიკულ პერიოდებს თავისი სიღრმისეული დატვირთვაც აქვს, იწვევს ,,ცვლილებებს'', რაც ცხოვრების  მთავარი პრინციპია ზოგადად.(აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება 20 აპრილამდე).
18 აპრილს მზე და მარსის შეერთებაა, რაც 4-5 დღით წინ და შემდეგ მოქმედებს. გამოიწვევს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს და საზოგადოებრივ მღელვარებებს, შესაზლოა მსოფლიო მასშტაბით საომარი მოქმედებების წამოწყება, აგრესიის გამოვლინებები. 
ყურადღება უნდა მიექცეს გულსისძარღვთა და თავის არის დაავადებებს. 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий