მთვარის მე-9 დღე 18.04-ის 12.05 სთ.დან 19.04-ის 13.03 სთ.მდე მოქმედებს.
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
სიმბოლური შესატყვისება:
|
კირჩხიბის მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ღამურა.
|
მოქმედება:
|
სპაზმა,
მოწამვლა.
|
სახელწოდება:
|
ღამეს,
რძის გზა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.
როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).
მთვარე გადავა ,,კირჩხიბის''ზოდიაქოს ნიშანში 16.04 ის 6.49სთ.დან 18.04-ის 19.13 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და შემდეგ თევზების ნიშნით დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თხის რქის და კირჩხიბის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.
ვერძის ზოდიაქოში ,,პლანეტების პარადი'', რომელიც ზუსტი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგადად , რთულია და კრიტიკული,გამოიწვევს ყველა დონეზე ახლის დაწყებას და ძველზე უარის თქმას,( რევოლუციურ სიტუაციებს). ასეთი პლანეტარული განლაგება,,სწორი დაგეგმვის დროს, ,,განახლებას'' და წინსვლას მოგვიტანს უმეტეს შემთხვევაში. ასეთ კრიტიკულ პერიოდებს თავისი სიღრმისეული დატვირთვაც აქვს, იწვევს ,,ცვლილებებს'', რაც ცხოვრების მთავარი პრინციპია ზოგადად.(აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება 20 აპრილამდე).
18 აპრილს მზე და მარსის შეერთებაა, რაც 4-5 დღით წინ და შემდეგ მოქმედებს. გამოიწვევს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს და საზოგადოებრივ მღელვარებებს, შესაზლოა მსოფლიო მასშტაბით საომარი მოქმედებების წამოწყება, აგრესიის გამოვლინებები.
ყურადღება უნდა მიექცეს გულსისძარღვთა და თავის არის დაავადებებს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий