მთვარის მე-10 დღე 19.04-ის 13.03სთ,დან 20.04-ის 14.04 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
კირჩხიბის მე-19 და
30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
წყარო,
ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან,
რომელიც
მუდმივად
ავსებს ადამიანს.
მიგვანიშნებს
სულიერ დამოუკიდებლობაზე.
|
მოქმედება:
|
გამარჯვება.
|
სახელწოდება:
|
ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.
|
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი ჴ არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.
როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).
მთვარე გადავა ,,ლომის''ზოდიაქოს ნიშანში 18.04 ის 19.13სთ.დანსთ.დან 21-04-ის. 5.08 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და შემდეგ ვერძის ნიშნით დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თეზების ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მერწყულის და ლომის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
ვერძის ზოდიაქოში ,,პლანეტების პარადი'', რომელიც ზუსტი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგადად , რთულია და კრიტიკული,გამოიწვევს ყველა დონეზე ახლის დაწყებას და ძველზე უარის თქმას,( რევოლუციურ სიტუაციებს). ასეთი პლანეტარული განლაგება,,სწორი დაგეგმვის დროს, ,,განახლებას'' და წინსვლას მოგვიტანს უმეტეს შემთხვევაში. ასეთ კრიტიკულ პერიოდებს თავისი სიღრმისეული დატვირთვაც აქვს, იწვევს ,,ცვლილებებს'', რაც ცხოვრების მთავარი პრინციპია ზოგადად.(აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება 20 აპრილამდე).
18 აპრილს მზე და მარსის შეერთებაა, რაც 4-5 დღით წინ და შემდეგ მოქმედებს. გამოიწვევს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს და საზოგადოებრივ მღელვარებებს, შესაზლოა მსოფლიო მასშტაბით საომარი მოქმედებების წამოწყება, აგრესიის გამოვლინებები.
ყურადღება უნდა მიექცეს გულსისძარღვთა და თავის არის დაავადებებს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий