მთვარის მე-4 დღე 12.05-ის 7.20 სთ.დან 13.05-ის 8.09 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
კუროს მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და
კეთილს შორის.
|
მოქმედება:
|
მეხსიერება.
|
სახელწოდება:
|
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.
|
ამ
დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო
დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ
ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.
11-12 მაისს მთვარე შეერთებაშია ვენერასთან 4,50 სთ.ზე, რაც სიყვარულის და სიამოვნებისადმი მისწრაფებას გამოიწვევს. ეს შეერტებები ტყუპების ზოდიაქოსია და , თავისთავად გამოიწვევს მეთ გამოცოცხლებას, ადვილად მიიღება გადაწყვეტილება მოგზაურობის, გასეირნების, შეხვედრების, ეს იქნება სასიყვარულო თუ საქმიანი. დილით 11.48 სთ.ზე მთვარე ნეპტუნის სუსტი (სეპარაციული) კვადრატურაა, რაც 3-4 საათით გამოიწვევს სევდას და საქმეში გაუთვალისწინებელ და ფარულ დაბრკოლებებს. აღნიშნულ დრო როგორც გაივლის, ასპექტის ძალა სწრაფად სუსტდება და შეუმჩნებელი გახდება დაახლოებით ნახევარ საათში.
11 მაისის ღამის საათებიდანვე შესამჩნევი იქნება მთვარე იუპიტერის კეთილისმყოფელი გავლენა, რომელიც 12 მაისის 17.32 სთზე მოხდება. ასეთ შეერტებას 7.5 და მეტი დიაპაზონის ორბისის შეერტება აღენიშნება,(ინდურ, და საერთოდ, აღმოსავლურ ასტროლოგიურ სკოლებში მიჩნეულია, რომ ორი პლანეტა, მნატობებიც პლანეტებად მოიხსენიება, შეერტებაში ითვლება, ტუნდა ერტი ზოდიაქოს 1 გრადუსში, ხოლო მეორე 30-ე გრადუსზე იყოს, ჩვენს შემტხვევაში 12 მაისის ღამიდან დაწყებული, ზოგადად, ვიგრძნობთ სულიერი და საქმიანი აღმავლობის ტალღას, ბევრი ადამიანი დაუბრუნდება შემოქმედებით ტუ მეცნიერულ საქმიანობას, საერთოდ საკუტარ საქმიანობას რომელიც თითქმის მიტოვებული ჰქონდა მთვარის და მზის დაბნელების უარყოფითი ბოლო 2 კვირის განმავლობაში; აგრეთვე სამუშაოსადმი ყურადღება, საქმეში საერთო გამართლება ყველა ადამიანოსათვის საგრძნობი იქნება 12 მაისს. ამავე დღის საღამოს 21.56 სთზე გვაქვს მოკლე ხნიანი 2 საათით მთვარე სატურნის პოლუტარაკვადრატი, რაც სევდას და საქმეში დაბრკოლებას, უმიზეზო დეპრესიულობას გამოიწვევს, მაგრამ, მალევე მოიხსნება და 23.18 სთ, სთვის დადებით განწყობას მოიტანს მთვარე რახუს ბიკვინტილი.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში კამათისა და ურთიერთგაუგებრობის გამო დაშორებული წყვილების უმრავლესობა 11-12 მაისიდან აუცილებლად მოაგვარებენ ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ,
მთლიანობაში 11-12 მაისი გაცილებით წარმატებულია. ვენერა მთვარე იუპიტერის ზოგადი ,,გვირგვინის '' კეთილისმყოფელი გავლენის წყალობით. სასურველია მოლაპარაკებებისათვის. ამ პერიოდსი დაწყებული საქმეც წარმატებული იქნება, (მაგრამ, ზუსტი, წუთების შერჩევის გარეშე, შესაზლოა 12 სახლის კუსპიდები ისეტ ,,დამანგრეველ'' გრადუსებსი გაცერდეს რომ საპირისპირო შედეგი მივიღოთ, ამირომ პროფესიონალი ასტროლოგის კონსულტაციის გარეშე, მხოლოდ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას).
როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).
მთვარე იმყოფება,,ტყუპების,,'ზოდიაქოს ნიშანში 11.05-ის 1.21 სთ.დან 13.05-ის 13.57 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და შემდეგ მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის და ტყუპებისნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий