суббота, 11 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი.11 მაისი 2013წელი.


მთვარის მე-3 დღე  11.05-ის 6.36 სთ.და 12.06-ის 7.20 სთ.მდე მოქმედებს.
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
მოქმედება:
ბრძოლა.
სახელწოდება:
ჯიქი, მეომარი
ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.

დამთავრდა გეკატის დღეები და დღეს, მზის ჩასვლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს ,,ნამგალა მთვარე'' დასავლეთით, მთლიანობაში ამ დროიდან  საზოგადოებას დაუბრუნდება დადებითი განწყობილება და ურთიერთობებიც ნორმალიზდება. გაცილებით დადებითი პერიოდი დაიწყება დღეიდან მთლიანობაში.

11-12 მაისს მთვარე შეერთებაშია ვენერასთან 4,50 სთ.ზე, რაც სიყვარულის და სიამოვნებისადმი მისწრაფებას გამოიწვევს. ეს შეერტებები ტყუპების ზოდიაქოსია და , თავისთავად გამოიწვევს მეთ გამოცოცხლებას, ადვილად მიიღება გადაწყვეტილება მოგზაურობის, გასეირნების, შეხვედრების, ეს იქნება სასიყვარულო თუ საქმიანი. დილით 11.48 სთ.ზე მთვარე ნეპტუნის სუსტი (სეპარაციული) კვადრატურაა, რაც 3-4 საათით გამოიწვევს სევდას და საქმეში გაუთვალისწინებელ და ფარულ დაბრკოლებებს. აღნიშნულ დრო როგორც  გაივლის, ასპექტის ძალა სწრაფად სუსტდება და შეუმჩნებელი გახდება დაახლოებით ნახევარ საათში. 
11 მაისის ღამის საათებიდანვე შესამჩნევი იქნება მთვარე იუპიტერის კეთილისმყოფელი გავლენა, რომელიც 12 მაისის 17.32 სთზე მოხდება. ასეთ შეერტებას 7.5 და მეტი დიაპაზონის ორბისის შეერტება აღენიშნება,(ინდურ, და საერთოდ, აღმოსავლურ ასტროლოგიურ სკოლებში მიჩნეულია, რომ ორი პლანეტა, მნატობებიც პლანეტებად მოიხსენიება, შეერტებაში ითვლება, ტუნდა ერტი ზოდიაქოს 1 გრადუსში, ხოლო მეორე 30-ე გრადუსზე იყოს, ჩვენს შემტხვევაში 12 მაისის ღამიდან დაწყებული, ზოგადად, ვიგრძნობთ სულიერი და საქმიანი აღმავლობის ტალღას, ბევრი ადამიანი დაუბრუნდება შემოქმედებით ტუ მეცნიერულ საქმიანობას, საერთოდ საკუტარ საქმიანობას რომელიც თითქმის მიტოვებული ჰქონდა მთვარის და მზის დაბნელების უარყოფითი ბოლო 2 კვირის განმავლობაში; აგრეთვე სამუშაოსადმი ყურადღება, საქმეში საერთო გამართლება ყველა ადამიანოსათვის საგრძნობი იქნება 12 მაისს. ამავე დღის საღამოს 21.56 სთზე გვაქვს მოკლე ხნიანი 2 საათით მთვარე სატურნის პოლუტარაკვადრატი, რაც სევდას და საქმეში დაბრკოლებას, უმიზეზო დეპრესიულობას გამოიწვევს, მაგრამ, მალევე მოიხსნება და 23.18 სთ, სთვის დადებით განწყობას მოიტანს მთვარე რახუს ბიკვინტილი.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში კამათისა და ურთიერთგაუგებრობის გამო დაშორებული წყვილების უმრავლესობა 11-12 მაისიდან აუცილებლად მოაგვარებენ ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, 
მთლიანობაში 11-12 მაისი გაცილებით წარმატებულია. ვენერა მთვარე იუპიტერის ზოგადი ,,გვირგვინის '' კეთილისმყოფელი გავლენის წყალობით. სასურველია მოლაპარაკებებისათვის. ამ პერიოდსი დაწყებული საქმეც წარმატებული იქნება, (მაგრამ, ზუსტი, წუთების შერჩევის გარეშე, შესაზლოა 12 სახლის კუსპიდები ისეტ ,,დამანგრეველ'' გრადუსებსი გაცერდეს რომ საპირისპირო შედეგი მივიღოთ, ამირომ პროფესიონალი ასტროლოგის კონსულტაციის გარეშე, მხოლოდ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას).


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე იმყოფება,,ტყუპების,,'ზოდიაქოს ნიშანში   11.05-ის 1.21 სთ.დან 13.05-ის 13.57 სთ.მდე. 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და შემდეგ მერწყულის ნიშნით  დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის და ტყუპებისნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий