пятница, 10 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 10 მაისი 2013წელი.

ახალმთვარეობის დროიდან 10.05.2013წელი 4.28 სთ. მთვარის ამოსვლამდე, იგივე 10 მაისის 5.55 სთ.მე, გაიარა მთვარის პირველმა დღემ.
მთვარის მე-2 დღე  10.05-ს 5.55 სთ.დან 11.05-ის 6.35 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის მე-13 და 24- გრადუსები
სიმბოლო:
გზა, პირი
მოქმედება:
მოთხოვნილება
სახელწოდება:
დიდი თევზი, ყბა.
მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:
მოხმარების პროცესი.

თავისთავად, მთვარის მეორე დღე უკვე დამაიმედებლად მოქმედებს ყველა საქმეზე და საზოგადოებაზე, მაგრა,. ერთი-ორი დღეც, აღწერილი პრობლემატური განლაგებები, და ახლოს მომხდარი მზის დაბნელება ჯერ კიდევ საგრზნობ ნეგატიურ ტენდენციებს განავითარებს.


25 აპრილს სავსემთვარობაა მთვარის დაბნელებით, ხოლო, 10 მაისს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. მთვარის და მზის დაბნელების პერიოდი ითვლება კრიტიკულად და მეტა უნდა ხდებოდეს ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერში, რათა ასეთი პერიოდის ნეგატიური გავლენა გავანეიტრალოთ.


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე იმყოფება,,კუროს,,'ზოდიაქოს ნიშანში    8.05 ის 19.09 სთ.დან 11.05-ის 1.21 სთ.მდე. 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და შემდეგ თხის რქის ნიშნით  დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების  ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მორიელის და კუროს ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий