მთვარის 29-ე დღე 9.05-ის 5.18 სთ.დან 10.05-ის 5.55 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
პლუტონი. თევზების მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
მოქმედება:
|
პანიკა.
|
სახელწოდება:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ნებისმიერ სფეროში 9-10 მაისს რადგან, დროის ამ მონაკვეთში კუროს ზოდიაქოში 5 პლანეტის ,,პარადი'' გვაქვს. სტიქიური ანომალიური გამოვლინებები ზოგადად დედამიწაზე თავის სიტყვას იტყვის.
მოიმატებს საზოგადოებაში კონფლიქტურობა.
10 მაისის 5.55სთ.ზე ახალი მთვარეობის დადგომაა მზის დაბნელებით, თავისთავად, საქართველოს ტერიტორიაზე ამჯერად შესაძლებლობა არ გვექნება აღნიშნულ მზის დაბნელებას დავაკვირდეთ.
10 მაისის 5.55სთ.ზე ახალი მთვარეობის დადგომაა მზის დაბნელებით, თავისთავად, საქართველოს ტერიტორიაზე ამჯერად შესაძლებლობა არ გვექნება აღნიშნულ მზის დაბნელებას დავაკვირდეთ.
25 აპრილს სავსემთვარობაა მთვარის დაბნელებით, ხოლო, 10 მაისს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. მთვარის და მზის დაბნელების პერიოდი ითვლება კრიტიკულად და მეტა უნდა ხდებოდეს ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერში, რათა ასეთი პერიოდის ნეგატიური გავლენა გავანეიტრალოთ.
როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).
მთვარე იმყოფება,,კუროს,,'ზოდიაქოს ნიშანში 8.05 ის 19.09 სთ.დან 11.05-ის 1.21 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და შემდეგ თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მორიელის და კუროს ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий