четверг, 16 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 16 მაისი 2013 წელი.


მთვარის მე-8 დღე    16.05-ის 10.53 სთ.დან 17.05-ის 11.51 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 25- და კირჩხიბის მე-6 გრადუსი.
სიმბოლო:
ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს.
მოქმედება:
ტრანსფორმირება.
სახელწოდება:
ფენიქსი, განძის ზარდახშა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.

მისტიური ზეგავლენა:

ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.

სოციალური ზეგავლენა:

აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება, განსაკუთრებით რთულის, რომლებიც შეიცავს 108 და 72 კომპონენტს.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.

მედიტაცია:

ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.
 

                21 მაისი ურანი პლუტონის კვადრატურა, ურთულეს დაძაბულობას გვაძლევს, არა მარტო დედამიწაზე, არამედ მთლიანად მზის სისტემაში. ფაქტიურად,  ოქტომბრის შემდეგ ასეთი ძალის მზეზე აფეთქებები არ ყოფილა, რაც ბოლო დღეებში აღინიშნება. 15 მაისის 16-17 საათის მზეზე აფეთქების ტალღები დედამოწამდე მოაღწევს 16-17-18 მაისს.
                კლიმატური და სტიქიური ანომალიები, რაც უკვე დაწყებულია საკმაო დროა, თავის კულმინაციას მიაღწევს, და უზომოდ ნელა მოძრავი ურანისათვის 21 მაისი არ არის მხოლოდ ზემოქმედების მოხდენის პერიოდი, 2-3 თვე აღნიშნულ თარიღამდე და მის შემდეგაც, უნდა ვივარაუდოთ არასტაბილური მდგომარეობა. 
               მოსალოდნელია საომარი მოქმედებების შედეგად, აფეთქებების შედეგად, მასობრივად დაზარალდეს ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. აგრეთვე, საზოგადოები მხრიდან მოსალოდნელია მოულოდნელი აგრესიული რეაქცია სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე,(ეს ეხება მსოფლიო მასშტაბს, და არ ნიშნვს, რომელიმე ზუსტ ადგილას მომხდარი მოვლენის დაკონკრეტებას, ეს ზოგადი ტენდენციაა, რაც მაინც თვალსაჩინო იქნება.) საერთოდ, პლუტონი ხალხის მასებია, საზოგადოება, ხოლო ურანი მოულოდნელი კატასტროფა, აფეთქება.

17.05-ის 4.48 საათზე, რაც 16 მაისიდან მოქმედებს 17 მაისის დღის ჩათვლით, მოსალოდნელია საზოგადოების აგრესიული დამოკიდებულება  ერთმანეთის მიმართ.
16 მაისის 16.20 საათზე მთვარე სატურნის კვადრატურა საგრძნობ დეპრესიულობას და საქმეში დაბრკოლებას გამოიწვევს, რაც შესამჩნევი იქნება 16 მაისის დილიდან, მოიმატებს აღნიშნულ საათთან მიახლოვებისას და 16.20 საათის გასვლიდან მალევე შესუსტდება,.
საღამოს, გვიან და 17.05-ის 0.38 სთზე მთვარე ურანის ტრიგონი სიტუაციის მოულოდნელ გამოსწორებას გამოიწვევს, 3-4 საათით წინ და შემდეგ აღნიშნულ დროსთან მიმართებაში.     
ფაქტიურად რთული დღეებია, ამიტომ დაბეჯითებული რეკომენდაციაა, თავი შევიკაოთ დიდი წვეულებების და ალკოჰოლის  მიღებისაგან, შორ გზაზე მოგზაურობის და ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებისაგან, უახლოეი 3 დღე მაინც. ურთიერთობების დაძაბვა  ყველა სეგმენტში სახეზე იქნება, ამიტომ, შევეცადოთ ვიყოთ ნაკლებ კონფლიქტური.
ვისაც ოდნავ მაინც მიდრეკილება აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების ადმი, ზედმიწევნით უნდა გაფრთხილდეს 16-17 მაისს.( მზეზე აფეთქებების გამო და მთვარე ლომის ზოდიაქოში მდებარეობის აღნიშნულ სფეროზე ნეგატიური, ორმაგი ზემოქმედების გამო).
ვარსკვლავ ,,ალგოლთან'' მზის შეერთება 17 მაისის დილის 4-5 საათზე, კიდევ ართულებს ამ 2 დღის ნეგატიურ ზემოქმედებას. (ეს ერთულესი, ძლიერ ნეგატიური ვარსკვლავია, რომლის თვისებებიც უხსოვარი დროიდანაა  შესწავლილი. მისი სახელი არაბულიდან ასე ითარგმნება: ,,ალქაჯის თავი'')'




მთვარე იმყოფება,,ლომის,,'ზოდიაქოს ნიშანში  16 მაისის 2.37 სთ.18 მაისის 13.33 სღ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და შემდეგ ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და ტყუპების ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მერწყულის და ლომის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili





Комментариев нет:

Отправить комментарий