четверг, 16 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი.17 მაისი 2013წელი.


მთვარის მე-9 დღე  17.05-ის 11.51სთ.დან 18.05-ის 12.51 სთ.მდე მოქმედებს.

პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის


სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ღამურა.
მოქმედება:
სპაზმა, მოწამვლა.
სახელწოდება:
ღამეს, რძის გზა.


საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.

მისტიური ზეგავლენა:

ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.

შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.

სოციალური ზეგავლენა:

ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.

საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.

არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ

მედიტაცია:

თეთრი ფონი.
                21 მაისი ურანი პლუტონის კვადრატურა, ურთულეს დაძაბულობას გვაძლევს, არა მარტო დედამიწაზე, არამედ მთლიანად მზის სისტემაში. ფაქტიურად, ოქტომბრის შემდეგ ასეთი ძალის მზეზე აფეთქებები არ ყოფილა, რაც ბოლო დღეებში აღინიშნება. 15 მაისის 16-17 საათის მზეზე აფეთქების ტალღები დედამოწამდე მოაღწევს 16-17-18 მაისს.
კლიმატური და სტიქიური ანომალიები, რაც უკვე დაწყებულია საკმაო დროა, თავის კულმინაციას მიაღწევს, და უზომოდ ნელა მოძრავი ურანისათვის 21 მაისი არ არის მხოლოდ ზემოქმედების მოხდენის პერიოდი, 2-3 თვე აღნიშნულ თარიღამდე და მის შემდეგაც, უნდა ვივარაუდოთ არასტაბილური მდგომარეობა.

მოსალოდნელია საომარი მოქმედებების შედეგად, აფეთქებების შედეგად, მასობრივად დაზარალდეს ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. აგრეთვე, საზოგადოები მხრიდან მოსალოდნელია მოულოდნელი აგრესიული რეაქცია სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე,(ეს ეხება მსოფლიო მასშტაბს, და არ ნიშნვს, რომელიმე ზუსტ ადგილას მომხდარი მოვლენის დაკონკრეტებას, ეს ზოგადი ტენდენციაა, რაც მაინც თვალსაჩინო იქნება.) საერთოდ, პლუტონი ხალხის მასებია, საზოგადოება, ხოლო ურანი მოულოდნელი კატასტროფა, აფეთქება.

17.05-ის 4.48 საათზე, რაც 16 მაისიდან მოქმედებს 17 მაისის დღის ჩათვლით, მოსალოდნელია საზოგადოების აგრესიული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
16 მაისის 16.20 საათზე მთვარე სატურნის კვადრატურა საგრძნობ დეპრესიულობას და საქმეში დაბრკოლებას გამოიწვევს, რაც შესამჩნევი იქნება 16 მაისის დილიდან, მოიმატებს აღნიშნულ საათთან მიახლოვებისას და 16.20 საათის გასვლიდან მალევე შესუსტდება,.
საღამოს, გვიან და 17.05-ის 0.38 სთზე მთვარე ურანის ტრიგონი სიტუაციის მოულოდნელ გამოსწორებას გამოიწვევს, 3-4 საათით წინ და შემდეგ აღნიშნულ დროსთან მიმართებაში.
ფაქტიურად რთული დღეებია, ამიტომ დაბეჯითებული რეკომენდაციაა, თავი შევიკაოთ დიდი წვეულებების და ალკოჰოლის მიღებისაგან, შორ გზაზე მოგზაურობის და ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებისაგან, უახლოეი 3 დღე მაინც. ურთიერთობების დაძაბვა ყველა სეგმენტში სახეზე იქნება, ამიტომ, შევეცადოთ ვიყოთ ნაკლებ კონფლიქტური.
ვისაც ოდნავ მაინც მიდრეკილება აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების ადმი, ზედმიწევნით უნდა გაფრთხილდეს 16-17 მაისს.( მზეზე აფეთქებების გამო და მთვარე ლომის ზოდიაქოში მდებარეობის აღნიშნულ სფეროზე ნეგატიური, ორმაგი ზემოქმედების გამო).
ვარსკვლავ ,,ალგოლთან'' მზის შეერთება 17 მაისის დილის 4-5 საათზე, კიდევ ართულებს ამ 2 დღის ნეგატიურ ზემოქმედებას. (ეს ერთულესი, ძლიერ ნეგატიური ვარსკვლავია, რომლის თვისებებიც უხსოვარი დროიდანაა შესწავლილი. მისი სახელი არაბულიდან ასე ითარგმნება: ,,ალქაჯის თავი'')'


17 მაისის მთვარის ტრანზიტებში აღსანიშნავია მთვარე რახუს კვადრატურა  12.00 სთ.ზე, რომელიც 6-8 საათით ადრე უკვე იმოქმედებს ნეგატიურად და მთვარე მარსის კვადრატურა 17.48 სთ.ზე, აგრეთვე, ძლიერად იმოქმედება 11-12 საათიდან და კულმინაციას მიაღწევს 14-18 საათზე, როგორც ,,ომის ღმერთი'' მარსის თვისება, აღნიშნული მარსის კვადრატურა გამოიწვევს ტრავმებს, აგრესიას და შესაზლო მასობრივ არეულობებს, მზე სატურნის პოლუტარაკვადრატის ფონზე. აფრეთვე სტიქიური ანომალიებით დაზარალებას.
17 მაისი აგრეთვე მთვარის მძიმე, მე-9 დღეა და მთლიანობაში ზედმიწევნით კრიტიკული პერიოდია ყველა სფეროში, დაწყებული 17 რიცხვის ღამის საათებიდან.


მთვარე იმყოფება,,ლომის,,'ზოდიაქოს ნიშანში 16 მაისის 2.37 სთ.18 მაისის 13.33 სღ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და შემდეგ ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და ტყუპების ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მერწყულის და ლომის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili




Комментариев нет:

Отправить комментарий