суббота, 18 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 18 მაისი 2013წელი.


მთვარის მე-10 დღე 18.05-ის 12.51 სთ.დან 19.05-ის 13.53 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება:
გამარჯვება.
სახელწოდება:
ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.


                21 მაისი ურანი პლუტონის კვადრატურა, ურთულეს დაძაბულობას გვაძლევს, არა მარტო დედამიწაზე, არამედ მთლიანად მზის სისტემაში. ფაქტიურად, ოქტომბრის შემდეგ ასეთი ძალის მზეზე აფეთქებები არ ყოფილა, რაც ბოლო დღეებში აღინიშნება. 15 მაისის 16-17 საათის მზეზე აფეთქების ტალღები დედამოწამდე მოაღწევს 16-17-18 მაისს.
კლიმატური და სტიქიური ანომალიები, რაც უკვე დაწყებულია საკმაო დროა, თავის კულმინაციას მიაღწევს, და უზომოდ ნელა მოძრავი ურანისათვის 21 მაისი არ არის მხოლოდ ზემოქმედების მოხდენის პერიოდი, 2-3 თვე აღნიშნულ თარიღამდე და მის შემდეგაც, უნდა ვივარაუდოთ არასტაბილური მდგომარეობა. 

მოსალოდნელია საომარი მოქმედებების შედეგად, აფეთქებების შედეგად, მასობრივად დაზარალდეს ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. აგრეთვე, საზოგადოები მხრიდან მოსალოდნელია მოულოდნელი აგრესიული რეაქცია სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე,(ეს ეხება მსოფლიო მასშტაბს, და არ ნიშნვს, რომელიმე ზუსტ ადგილას მომხდარი მოვლენის დაკონკრეტებას, ეს ზოგადი ტენდენციაა, რაც მაინც თვალსაჩინო იქნება.) საერთოდ, პლუტონი ხალხის მასებია, საზოგადოება, ხოლო ურანი მოულოდნელი კატასტროფა, აფეთქება.


18 მაისისათვის მერკური ნეპტუნის კვადრატი 11.19 სთ.ზე  17 და განსაკუთრებით 18 მაისს ხდის ინტრიგების და ფარულად დაგეგმილი საქმეების სარბიელად. შესაძლოა ჭეშმარიტება გვერდით დარჩეს და მცდარი, ფარული მიზნებით დამახინჯებული ინფორმაცია გადაიქცეს კონფლიქტების მიზეზად.

მთვარე აკეთებს მზესთან კვადრატს 18 მაისის 9.29 საათზე, რომელი ასპექტიც დაპირისპირებას, ოფიციოზიდან კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოიწვევს. საერთოდ, დაწყებული ღამის საათებიდან შესამჩნევი იქნება ცნობიერი, ლოგიკურისა და ქვეცნობიერს სორის კონფლიქტი ფსიქოლოგიურად. და, როგორც ვთქვით, პირველ რიგსი უნდა სევეცადოთ აღნიშნული საათის დადგომამდე 6-8 საათით ადრე და 2-4 საათი შემდეგ, არ ვიყოთ კონფლიქტურები. გვიან საღამოს 20 საათთან ახლოს მთვარე ნეპტუნის ოპოზიცია და მტვარე მერკურის კვადრატურა გამოიწვევს იგივე კამათს, ნეგატიური ინფორმაციის მიღებას და ფარული, გაურკვეველი მიზეზებით საქმეში დაბრკოლებას.
მთვარეს ურანსა და პლუტონს შორის განხორციელდება განლაგება ,,ბუმერანგი'', ორი პოლუტარაკვადრატისა და ურანი პლუტონის კვადრატის კომბინაციით, 2 საათის დიაპაზონში დილის 5,30 საათთან ახლოს საჭიროა არ ვიმზავროთ სწრაფად, და უზომოდ გავფრთხილდეთ საოჯახო ელექტრო და გაზის მოწყობილობებზე, შესაძლოა ხანძრის საშიშროება. სტიქიური ანომალიებისაგან დაზარალება.


მთვარე იმყოფება,,ქალწულის,,'ზოდიაქოს ნიშანში 18 მაისის 13.33 სთ.დან 20.05-ის 21.05სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თხის რქის და შემდეგ კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მორიელის და კირჩხიბის ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვერძის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თევზების და ქალწულის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება  სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий