четверг, 2 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 2 მაისი 2013წელი.


მთვარის 22- დღე 2.01-ის 1.35 სთ.დან 3.01-ის 2.11 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება:
სწავლა.
სახელწოდება:
სპილო, წიგნი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
-
მისტიური ზეგავლენა:
ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა:
სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
-
მედიტაცია:
წიგნი.


25 აპრილს სავსემთვარობაა მთვარის დაბნელებით, ხოლო, 10 მაისს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. მთვარის და მზის დაბნელების პერიოდი ითვლება კრიტიკულად და მეტა უნდა ხდებოდეს ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერში, რათა ასეთი პერიოდის ნეგატიური გავლენა გავანეიტრალოთ.


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე იმყოფება,,მერწყულის,,'ზოდიაქოს ნიშანში  1.05-ის ის  18.19- სთ.დან 3.05-ის 22.25 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და შემდეგ სასწორის ნიშნით  დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის  ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის  და მერწყულის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий