пятница, 3 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 3 მაისი 2013წელი.


მთვარის 23- დღე 3.05-ის 2.11 სთ.დან 4.05-ის 2.44 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 25- და თხის რქის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნიანგი მაკკარა, ნახევრად ნიანგი, ნახევრად თევზი, ნახევრად ფრინველი, ნახევრად გველი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, ყველაფერს ყლაპავს.
მოქმედება:
საკვების შთანთქმა.
სახელწოდება:
ნიანგი მაკკარა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალურია საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის. კარგია საცხოვრებელის დაცვისათვის, დალაგებისთვის, კეთილმოწყობისათვის. ნეიტრალური  სამოგზაუროდ. ცუდია ქორწინებისათვის.
ეს დღე სიმბოლოა თავგანწირვის, მონანიების, ურთიერთგაგებისა და პატიების. საშიშია რისხვა, ღორმუცელობა. არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არ შეიძლება მჯდომარე ტიპის ცხოვრება.
ეს სახლის დაცვის დღეა. უნდა მოხდეს მისი დალაგება და ნაკურთხი წყლით კურთხევა.
ამ დღეს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხის გაღიზიანებულ მასასთან დაპირისპირებას. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ნუ აყვებით შურისძიების ცდუნებას.
ნიანგის დღეს გამორიცხეთ ხორციანი საკვები, სასურველია რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, ყველი. კარგია ნიგვზიანი ნამცხვრის გამოცხობა.
მისტიური ზეგავლენა:
მონანიების დღეა. იყენებენ თავდაცვის ყველა ხერხს, მათ შორის მისტიურსაც”. უნდა დაითრგუნოს შიში. უკუნაჩვენებია სექსი, შეიძლება მოყვეს ძალების ვარდნა. მძიმე პერიოდია. ერთ-ერთი დღეა განდიდების. დაკავშირებულია ძალადობასთან, ძველის ნგრევასთან, ძირეულ გარდაქმნასთან. ამ დღეს ადამიანში თავს იჩენს მოხვეჭის ინსტიქტები, დაუოკებელი მადა, ბოდვისკენ მიდრეკილება, ჩხუბისა და ავანტიურებისკენ სწრაფვა. ამ დღის სექსუალური ენერგია აჩანაგებს ჯანმრთელობას. ვამპირებისა და სისხლისმსმელების თარეშის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ უარყოფითია. განსაკუთრებით ხალხის მასებში ტრიალისთვის და საქმიანი კონტაქტებისათვის. ცუდია სასამართლოსთვის, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოს ასამართლებენ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
მძიმე დღეა. დაავადებები ხანგრძლივია. სუსტდება იმუნოსისტემა. ყველა სახის სქესობრივი პრობლემები ამ დღეს იჩენენ თავს. ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. კარგია მასზე გამაჯანსაღებელი პროცუდურების ჩატარება.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს:
ყველა საქმე მიჰყავთ ბოლომდე. ისინი ცხოვრებაში წინ მიდიან როგორც ბულდოზერები. ყველაფერში იჩენენ სიმწიფეს. თუკი ამ ადამიანებს აქვთ აღებული გეზი წმინდა საქმეებისაკენ - მათგან გამოდიან ციური მფარველები, და  ციური ჯალათები, მართლმსაჯულების აღმსრულებლები.
23- დღის დაბადებულებიდან ბევრი სასულიერო პირი ხდება, მაგრამ არა ყველა.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძნელი მისახევდრია სიძუნწე და თავმოყვარეობა სად გადადის გენიალურობასა და სიკეთეში. ბავშვები შესაძლოა დაიბადონ გენეტიკური მუტაციით  დებილები ან არაჩვეულებრივი პიროვნებები. ყველანი ჩათვლიან მათ არა ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. თუმცა შეიძლება მათ ელოდეთ დიდი აღიარება.
მედიტაცია:
ციხესიმაგრეები, საწვრთნელი ბრძოლები.



25 აპრილს სავსემთვარობაა მთვარის დაბნელებით, ხოლო, 10 მაისს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. მთვარის და მზის დაბნელების პერიოდი ითვლება კრიტიკულად და მეტა უნდა ხდებოდეს ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერში, რათა ასეთი პერიოდის ნეგატიური გავლენა გავანეიტრალოთ.


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე იმყოფება,,მერწყულის,,'ზოდიაქოს ნიშანში  1.05-ის ის  18.19- სთ.დან 3.05-ის 22.25 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და შემდეგ სასწორის ნიშნით  დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის  ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის  და მერწყულის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий