მთვარის მე-14 დღე 22.05-ის 17.13 დან 23.05-ის 18.25 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
საყვირი.
|
მოქმედება:
|
გამოწვევა.
|
სახელწოდება:
|
საყვირი,
ხეობა.
|
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:
ბგერა.
მზე გადავიდა ,,ტყუპების '' ზოდიაქოში 21.05-ის 1.09 სთ.ზე.
21 მაისი ურანი პლუტონის კვადრატურა, ურთულეს დაძაბულობას გვაძლევს, არა მარტო დედამიწაზე, არამედ მთლიანად მზის სისტემაში. ფაქტიურად, ოქტომბრის შემდეგ ასეთი ძალის მზეზე აფეთქებები არ ყოფილა, რაც ბოლო დღეებში აღინიშნება. 15 მაისის 16-17 საათის მზეზე აფეთქების ტალღები დედამოწამდე მოაღწევს 16-17-18 მაისს.
კლიმატური და სტიქიური ანომალიები, რაც უკვე დაწყებულია საკმაო დროა, თავის კულმინაციას მიაღწევს, და უზომოდ ნელა მოძრავი ურანისათვის 21 მაისი არ არის მხოლოდ ზემოქმედების მოხდენის პერიოდი, 2-3 თვე აღნიშნულ თარიღამდე და მის შემდეგაც, უნდა ვივარაუდოთ არასტაბილური მდგომარეობა.
მოსალოდნელია საომარი მოქმედებების შედეგად, აფეთქებების შედეგად, მასობრივად დაზარალდეს ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. აგრეთვე, საზოგადოები მხრიდან მოსალოდნელია მოულოდნელი აგრესიული რეაქცია სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე,(ეს ეხება მსოფლიო მასშტაბს, და არ ნიშნვს, რომელიმე ზუსტ ადგილას მომხდარი მოვლენის დაკონკრეტებას, ეს ზოგადი ტენდენციაა, რაც მაინც თვალსაჩინო იქნება.) საერთოდ, პლუტონი ხალხის მასებია, საზოგადოება, ხოლო ურანი მოულოდნელი კატასტროფა, აფეთქება..
მთვარე იმყოფება,,სასწორის,,'ზოდიაქოს ნიშანში 20.05-ის 21.05სთ.დან 23.05-ის 0.55 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მშვილდოსნის და ლომის ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ვერძის და სასწორის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.
22 მაისს მთვარე იუპიტერის ტრიგონი 11.35 სთ.ზე. დაწყებული ღამის საათებიდან დილით, და მთლიანობაში დღის პირველ ნახევარსი საგრძნობი იქნება ზოგადად ყველა სეგმენტში საქმის მოგვარება, 21 მაისის საღამოდან 22 მაისის 15-17 საათამდე საგრზნობი იქნება მატერიალური და სულიერი წინსვლა ზოგადად. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ საერთო პლანეტარული ფონი კრიტიკულია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერული ასტროლოგიის საშუალებით პროგნოზირება ინდივიდუალურია და წარმოუდგენელია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით, ურთულესი და განუმეორებელი პირადი ჰოროსკოპის შესწავლის გარეშე, ზუსტი პროგნოზების იმედი ვიქონიოთ.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც მთვარე დღის 14 საათზე გადადის, მაგალითად მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
Комментариев нет:
Отправить комментарий