четверг, 23 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 23 მაისი 2013 წელი.


მთვარის მე-14 დღე 22.05-ის 17.13 დან 23.05-ის 18.25 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
საყვირი.
მოქმედება:
გამოწვევა.
სახელწოდება:
საყვირი, ხეობა.
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:
ბგერა.



 მთვარის მე-15 დღე 23.05-ის 18.25 სთ.დან 24.05 ის 19.37 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია  ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.

მზე გადავიდა ,,ტყუპების '' ზოდიაქოში  21.05-ის 1.09 სთ.ზე.



მთვარე იმყოფება,,მორიელის,,'ზოდიაქოს ნიშანში  23.05-ის 0.55 სთ.დან  25.05-ის 1.49 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თხის რქის და ქალწულის ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და  ტყუპების ნიშნებს, მაგრამ  ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კუროს და მორიელის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება მსვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.


23 მაისისათვის მთვარე სატურნის შეერთება, ღამიდან დაწყებული გამოიწვევს სევდის და ტანჯვის მომტანი მოვლენების ტალღას, საქმეში დაბრკოლებას და ჯანმრთელობის გაუარესებას ავადმყოფებში, (განსაკუთრებით დარტყმის ქვეშაა შარდ-სასქესო სისტემა). აღნიშნულ ნეგატიურ საათებს გამოასწორებს მთვარე ნეპრუნის ტრიგონი 9.44 სთ, რაც მოქმედებს დადებითად, ფარული, გაუთვალისწინებელი ფაქტორები საქმეში წინსვლას ხელს შეუწყობს. ასეთ საათებში ხშირია ,,დაკარგულის პოვნა.. მაქსიმალურად გაზრდილი იქნება ინტუიცია.  აგრეთვე, მთვარე ქირონის ტრიგონი, 21.27 საათზე შუადღის 14-15 საათიდან ხელს შეუწყობს დიპლომატიურობას და ,,ორმაგი თამაშით'' საქმეში წინსვლას, არ არის გამორიცხული ,,ტყუილის'' სიმართლედ გატანის ინფორმაციები საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში, ( საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფოს შიგნით პროცესები თუ ადამიანების ვიწრო წრე).
 მზის ტყუპებში გადასვლიდან, 21 მაისიდან, ზოგადად, დადებითი პლანეტარული ,,სტელარიუმი'' იწყებს მოქმედებას, მზე, ვენერა მერკურის და იუპიტერის ერთ ზოდიაქოში  შეერთება, რამოდენიმე დღეში დადებით ფონს შექმნის და უზომოდ კრიტიკული პლანეტარული ვიბრაციებიდან გადავალთ დადებით პლანეტარულ ზემოქმედებაზე, რაც ყველასათვის შესამჩნები გახდება  მაისის ბოლოს და 2-3 ივნისიდან.






ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერული ასტროლოგიის საშუალებით პროგნოზირება ინდივიდუალურია და წარმოუდგენელია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით, ურთულესი და განუმეორებელი პირადი ჰოროსკოპის შესწავლის გარეშე, ზუსტი პროგნოზების იმედი ვიქონიოთ.
 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც მთვარე დღის 14 საათზე გადადის, მაგალითად მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274

skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий