მთვარის მე-18 დღე 26.05-ის 21.49 სთ.დან 27.05-ის 22.47 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
სასწორის 25-ე და მორიელის მე-6 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
სარკე, ყინული, მაიმუნი.
|
მოქმედება:
|
განწმენდა.
|
სახელწოდება:
|
სარკე, ყინული, ყინული.
|
პასიური
დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.
ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18
დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი მრუდეს, მეორენი სწორს და სუფთას, მესამეთ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.
უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.
სოციალური
ზეგავლენა:
საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები.
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).
საჭიროა ნაკლები ძილი.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.
მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.
მედიტაცია:
თეატრი.
მზე გადავიდა ,,ტყუპების '' ზოდიაქოში 21.05-ის 1.09 სთ.ზე.
27 მაისის 1,28 საათზე მთვარი იმყოფება ახალი ზოდიაქოს ..0'' გრადუსზე, ასეთი მთვარეს ასტროლოგები ვუწოდებთ ,,მიმართულება დაკარგულ მთვარეს''. და 2-4 საათით ამ დროის დადგომამდე და შემდეგ, საჭიროა მეტი ყურადღება საჭესთან, საოჯახო ტექნიკასთან; უკუნაჩვენებია, აგრეთვე ალკოფოლის მიღება. ზოგადად, დაძაბულია ფსიქიკა, რასაც ხშირად მივყავართ კონფლიქტებამდე. საჭიროა აღნიშნულ საათებში ვიყოთ თავშეკავებული და ყურადღებით, სიფრთხილით თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი კრიტიკული სიტუაცია.
მთვარე იმყოფება,,თხის რქის'' ზოდიაქოს ნიშანში 27.05-ის 1.28 სთ.დან 29.05-ის 1.48 სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა, ტყუპების და ლომის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.
მზის ტყუპებში გადასვლიდან, 21 მაისიდან, ზოგადად, დადებითი პლანეტარული ,,სტელარიუმი'' იწყებს მოქმედებას, მზე, ვენერა მერკურის და იუპიტერის ერთ ზოდიაქოში შეერთება, რამოდენიმე დღეში დადებით ფონს შექმნის და უზომოდ კრიტიკული პლანეტარული ვიბრაციებიდან გადავალთ დადებით პლანეტარულ ზემოქმედებაზე, რაც ყველასთვის შესამჩნები გახდება 29-30 მაისიდან და 2-3 ივნისის შუალედში.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.
მზის ტყუპებში გადასვლიდან, 21 მაისიდან, ზოგადად, დადებითი პლანეტარული ,,სტელარიუმი'' იწყებს მოქმედებას, მზე, ვენერა მერკურის და იუპიტერის ერთ ზოდიაქოში შეერთება, რამოდენიმე დღეში დადებით ფონს შექმნის და უზომოდ კრიტიკული პლანეტარული ვიბრაციებიდან გადავალთ დადებით პლანეტარულ ზემოქმედებაზე, რაც ყველასთვის შესამჩნები გახდება 29-30 მაისიდან და 2-3 ივნისის შუალედში.
27 მაისი მთლიანობაში დადებითია, პლანეტა მერკურის და იუპიტერის ზუსტი შეერთება დილის საათებში, აგრეთვე ,ვენერა-იუპიტერის 28 მაისის საღამოს შეერთება ძლიერ დადებითია, მოლაპარაკებებში გამართლება, შემოქმედებითი და დადებითი, ლამაზი გრძნობების გამოვლენის დღეები იქნება მთლიანობაში.
მაგრამ, 27 მაისის საღამოს 19.49 საათსა და 21.08 საათს შორის გაცილებით მოიმატებს ტრავმების და სხეულის დაჭრის ალბათობა. გაუფრთხილებლობის, აგრეთვე მოსალოდნელია გაუმართავი ბუნებრივ გაზზე მომუშავე მოწყობილობების, ნებისმიერი ელექტრო ტექნიკის გადაწვა, აფეთქება , ხანძარი, რის გამოც ადამიანების დაზარალების სტატისტიკა მოიმატებს. აგრეთვე, მოსალოდნელია ხვალ საღამოსათვის ამინდის მოულოდნელი გაუარესება. თავად მთვარე ურანის კვადრატურა ასევე 19-22 საათს შორის გამოიწვევს ტელესაკომუნიკაციო სისტემების დროებით გათიშვას, ანდა ხარვეზებს.
მთლიანობაში 27-28 მაისი დადებითია და გაცილებით ნაყოფიერი იქნება ცხოვრების ნებისმიერი სფეროსათვის.მაგრამ, 27 მაისის საღამოს 19.49 საათსა და 21.08 საათს შორის გაცილებით მოიმატებს ტრავმების და სხეულის დაჭრის ალბათობა. გაუფრთხილებლობის, აგრეთვე მოსალოდნელია გაუმართავი ბუნებრივ გაზზე მომუშავე მოწყობილობების, ნებისმიერი ელექტრო ტექნიკის გადაწვა, აფეთქება , ხანძარი, რის გამოც ადამიანების დაზარალების სტატისტიკა მოიმატებს. აგრეთვე, მოსალოდნელია ხვალ საღამოსათვის ამინდის მოულოდნელი გაუარესება. თავად მთვარე ურანის კვადრატურა ასევე 19-22 საათს შორის გამოიწვევს ტელესაკომუნიკაციო სისტემების დროებით გათიშვას, ანდა ხარვეზებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერული ასტროლოგიის საშუალებით პროგნოზირება ინდივიდუალურია და წარმოუდგენელია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით, ურთულესი და განუმეორებელი პირადი ჰოროსკოპის შესწავლის გარეშე, ზუსტი პროგნოზების იმედი ვიქონიოთ.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
Комментариев нет:
Отправить комментарий