вторник, 28 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 28 მაისი 2013 წელი.

მთვარის მე-19 დღე 27.05-ის 22.44 სთ.დან 28.05-ის 23.31 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
-
მოქმედება:
დამარცხება.
სახელწოდება:
ობობა, ბადე.

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.
ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.
მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა  დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.
დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა  ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.
მედიტაცია:

ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.


მთვარე იმყოფება,,თხის რქის'' ზოდიაქოს ნიშანში   27.05-ის 1.28 სთ.დან 29.05-ის 1.48 სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა, ტყუპების და  ლომის ნიშნებს, მაგრამ  ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კირჩხიბის და თხის რქის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათvis.

(მთვარე მარსის ტრიგონი)   28 მაისის 13-14 საათიდან შესამჩნევი იქნება ენერგიის მომატება, აქტიუროვა ხოგადად, რომელიც თავის კულმინაციას მოღწევს 22.40 საათზე, დადებითი ენერგი ენთუზიაზმი, და მახასიატებელი იქნება აღნიშნული პერიოდისათვის.

28 მაისი მთლიანობაში დადებითია, პლანეტა ვენერა და იუპიტერის ზუსტი შეერთება საღამის საათებსი ძლიერ დადებითია, მოლაპარაკებებში გამართლება, შემოქმედებითი და დადებითი, ლამაზი გრძნობების გამოვლენის დღე იქნება მთლიანობაში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერული ასტროლოგიის საშუალებით პროგნოზირება ინდივიდუალურია და წარმოუდგენელია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით, ურთულესი და განუმეორებელი პირადი ჰოროსკოპის შესწავლის გარეშე, ზუსტი პროგნოზების იმედი ვიქონიოთ.
 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის  მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274

skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий