среда, 29 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 29 მაისი 2013 წელი.

მთვარის მე-20 დღე 28.05-ის 23.31 სთ.დან 30.05-ის 0.11 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
მოქმედება:
ფრენა.
სახელწოდება:
არწივი, მუზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, აუცილებელი საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში  არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:

ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.


მთვარე იმყოფება,,მერწყულის'' ზოდიაქოს ნიშანში    29.05-ის 1.48 სთ.დან 31.05-ის 4.30 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება კირჩხიბის  და ქალწულის ნიშნებს, მაგრამ  ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.

მთვარე სატურნის კვადრატურა  11.47 საათზე კულმინაცია , დილის საათებში გამოიწვევს საქმეში დაბრკოლებას და სევდი მომტანი მოვლენების განვითარებს, რომელიც 13 საათის შემდეგ 15.27 საათისათვის შეიცვლება საქმეში წარმატების( მთვარე მზის ტრიგონის) პლანეტარული ზემოქმედებით. მოწესრიგდება პარტნიორებს შორის ურთიერთობა, აგრეთვე, ხელმზღვანელობასთან, ოფიციოზთან საქმიანი მოლაპარაკებები დადებითად წარიმართება..  16.30 დან 19 საათამდე კიდევ არასახარბიელო საათებია, ხოლო შემდეგი საღამოს საათები 20-22 სასიამოვნო ურტიერთობების და ხალისის მომტანი იქნება.


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის  მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274

skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий