четверг, 30 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 30 მაისი 2013 წელი.


მთვარის 21- დღე 30.05-ის 0.45 სთ.დან 1.06-ის 1.18 სთ.მდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ცხენი.
მოქმედება:
ამაღლება.
სახელწოდება:
ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.

აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.

რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.

სოციალური ზეგავლენა:

გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.

21- დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი  სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.

მედიტაცია:

სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.
 
მთვარე იმყოფება,,მერწყულის'' ზოდიაქოს ნიშანში 29.05-ის 1.48 სთ.დან 31.05-ის 4.30 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.
 
(მთვარე იუპიტერის ტრიგონი),  საქმეში წინსვლა და დადებითი მატერიალური და სულიერი მდგომარეობა დამახასიათებელი იქნება 13-14 საათიდან და მოიმატებს 16-18 საათს შორის, ამას ემატება მთვარე ვენერას ტრიგონი, 21.30 საათზე, სიყვარულის და წვეულებების, შემოქმედებითი აღმაფრენის საათები, აგრეთვე, ღამის 3-4 საათზე, დაწყებული ადრეული საღამოდან მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობაში გამართლება და განსაკუთრებული შარმით დაჯილდოვდებიან ზოგადად ადამიანები.(მთვარე ლილიტის ტრიგონი, და მთვარე მერკურის ტრიგონი)
 
 
 
 
მთლიანობაში, იმდენად კონსტრუქციული და საქმისა და პირადი ურთიერთობებისათვის დადებითი დღეა, რომ გირჩევთ 14-15 საათის შემდეგ დაგეგმოთ მოლაპარაკებები და საღამო კი საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გაატაროთ.
ბოლო პერიოდში, ფაქტიურად 25  მაისთან  ახლოს ნეგატიური დღეების შემდეგ, ეს პირველი დღეა, რომელიც საზოგადოდ ბევრ ადამიანს დაამახსოვრდება, როგორც ,,მიღწევა'' და საქმის თუ პირადი ურთიერთობის მოგვარების დღე.
 
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий