пятница, 31 мая 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 31 მაისი 2013 წელი.

მთვარის 22- დღე 31.05-ის 0.46 სთ.დან 1.06-ის 1.18 სთ.მდე მოქმედებას.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება:
სწავლა.
სახელწოდება:
სპილო, წიგნი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა

                  ხშირია ცრემლი. არ იმოგზაუროთ, ახალი საქმე არ წამოიწყოთ.    კარგია       ახალი ხელობის შესწავლა, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მისტიური ზეგავლენა:
ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა:
სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
-
მედიტაცია:

წიგნი.


მთვარე იმყოფება,,თევზების'' ზოდიაქოს ნიშანში 31.05-ის 4.30 სთ.დან 2.06-ის 10.34 სთ.მდე 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ლომის და სასწორის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მსვილდოსნის ზოდიაქოსათვის.

31 მაისის 4 საათისათვის ნოსალოდნელია ამინდის გაუარესება, მოიმატებს ტრავმების ალნათობა, განსაკუთრებით ავტო სატრანსპორტო შემთხვევები. ღამის 2-4 და დილის 6-8 საათზე.
საქმეში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები, დანაკარგები, რომელიც, განსაკუთრებით შესამჩნები იქნება 11-14 საათებს შორის 15 საათამდე.
საღამოს 17-20 საათიდან, კულმინაცია 23 საათისათვის (მთვარე და მზის უარყოფითი ასპექტის-კვადრატურის ვიბრაციების გამო) მოსალოდნელია წყილებს სორის, (ქალი და კაცი) კონფლიქტის მომატება, აგრეთვე ამინდის გაუარესება.
პლანეტარული ურთიერთობების ფონი დადებითია, ამიტომ დღე არ იქნება ცალსახად ნეგატიური მხოლოდ მთვარის ასპექტების გამო.
  

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.


მობ: 593 215274
skype: astrokonsultant

facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий