суббота, 1 июня 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 1 ივნისი 2013 წელი.

მთვარის 23- დღე 1.06-ის 1.18 სთ.დან 2.06 -ის 1.48 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 25- და თხის რქის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნიანგი მაკკარა, ნახევრად ნიანგი, ნახევრადთევზი, ნახევრად ფრინველი, ნახევრად გველი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, ყველაფერსყლაპავს.
მოქმედება:
საკვების შთანთქმა.
სახელწოდება:
ნიანგი მაკკარა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალურია საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის. კარგია საცხოვრებელის დაცვისათვის, დალაგებისთვის, კეთილმოწყობისათვის. ნეიტრალური  სამოგზაუროდ. ცუდია ქორწინებისათვის.
ეს დღე სიმბოლოა თავგანწირვის, მონანიების, ურთიერთგაგებისა და პატიების. საშიშია რისხვა, ღორმუცელობა. არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არ შეიძლება მჯდომარე ტიპის ცხოვრება.
ეს სახლის დაცვის დღეა. უნდა მოხდეს მისი დალაგება და ნაკურთხი წყლით კურთხევა.
ამ დღეს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხის გაღიზიანებულ მასასთან დაპირისპირებას. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ნუ აყვებით შურისძიების ცდუნებას.
ნიანგის დღეს გამორიცხეთ ხორციანი საკვები, სასურველია რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, ყველი. კარგია ნიგვზიანი ნამცხვრის გამოცხობა.
მისტიური ზეგავლენა:
მონანიების დღეა. იყენებენ თავდაცვის ყველა ხერხს, მათ შორის მისტიურსაც”. უნდა დაითრგუნოს შიში. უკუნაჩვენებია სექსი, შეიძლება მოყვეს ძალების ვარდნა. მძიმე პერიოდია. ერთ-ერთი დღეა განდიდების. დაკავშირებულია ძალადობასთან, ძველის ნგრევასთან, ძირეულ გარდაქმნასთან. ამ დღეს ადამიანში თავს იჩენს მოხვეჭის ინსტიქტები, დაუოკებელი მადა, ბოდვისკენ მიდრეკილება, ჩხუბისა და ავანტიურებისკენ სწრაფვა. ამ დღის სექსუალური ენერგია აჩანაგებს ჯანმრთელობას. ვამპირებისა და სისხლისმსმელების თარეშის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ უარყოფითია. განსაკუთრებით ხალხის მასებში ტრიალისთვის და საქმიანი კონტაქტებისათვის. ცუდია სასამართლოსთვის, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოს ასამართლებენ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
მძიმე დღეა. დაავადებები ხანგრძლივია. სუსტდება იმუნოსისტემა. ყველა სახის სქესობრივი პრობლემები ამ დღეს იჩენენ თავს. ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. კარგია მასზე გამაჯანსაღებელი პროცუდურების ჩატარება.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს:
ყველა საქმე მიჰყავთ ბოლომდე. ისინი ცხოვრებაში წინ მიდიან როგორც ბულდოზერები. ყველაფერში იჩენენ სიმწიფეს. თუკი ამ ადამიანებს აქვთ აღებული გეზი წმინდა საქმეებისაკენ - მათგან გამოდიან ციური მფარველები, და  ციური ჯალათები, მართლმსაჯულების აღმსრულებლები.
23- დღის დაბადებულებიდან ბევრი სასულიერო პირი ხდება, მაგრამ არა ყველა.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძნელი მისახევდრია სიძუნწე და თავმოყვარეობა სად გადადის გენიალურობასა და სიკეთეში. ბავშვები შესაძლოა დაიბადონ გენეტიკური მუტაციით  დებილები ან არაჩვეულებრივი პიროვნებები. ყველანი ჩათვლიან მათ არა ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. თუმცა შეიძლება მათ ელოდეთ დიდი აღიარება.
მედიტაცია:

ციხესიმაგრეები, საწვრთნელი ბრძოლები.



მთვარე იმყოფება,,თევზების'' ზოდიაქოს ნიშანში 31.05-ის 4.30 სთ.დან 2.06-ის 10.34 სთ.მდე 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ლომის და სასწორის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მსვილდოსნის ზოდიაქოსათვის.

დღის პირველი ნახევარი შედარებით დადებითია.
მთვარე იუპიტერის კვადრატურა 1 ივნისის დღის ბოლოს კონფლიქტურს გახდის დღის მეორე ნაზევარს, საქმესი გაუმარტლებლობა, მოლაპარაკებების ჩაშლა და შედარებითი უიმედობის შეგრზნება შესამჩნევი იქნება სარამოს 17-19 საატიდან 2 ივნისის ღამის 3-4 საათამდე.
პლანეტარული ურთიერთობების ფონი დადებითია, ამიტომ დღე არ იქნება ცალსახად ნეგატიური მხოლოდ მთვარის ასპექტების გამო.
  

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.


მობ: 593 215274
skype: astrokonsultant

facebook: beso beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий