მთვარის 24-ე დღე 2.06-ის 1.48 სთ.დან 3.06-ის 2.16 სთ.მდე მოქმედებს
სიმბოლური შესატყვისება:
|
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
დათვი, შივა.
|
მოქმედება:
|
მძიმე ნაბიჯები.
|
სახელწოდება:
|
მთა, დათვი, შივა.
|
მთვარე
გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს “დათვი” სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური
ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური
ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, “არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან.
მედიტაცია:
დიდი
ნაგებობები, ბუნება.
მთვარე იმყოფება,,ვერძის'' ზოდიაქოს ნიშანში 2.06-ის 10.34
სთ. დან 4.06-ის 15.53 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი
მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
სასწორის
და
ვერძის
ზოდიაქოსთვის
მოსალოდნელია
ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან
და
ახლობლებთან
დაპირისპირება, მაგრამ
შემდგომ, ამ
ორი
დღის
ბოლო
მონაკვეთში
დაფიქსირდება
მათთანაც
დადებითი
სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
მთვარე ზოდიაქოს როდესაც იცვლის, ასტროლოგები ასეთ მთვარეს
ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს’’, ასეთ მდგომარეობაში იქნება 2 ივნისის
დილის 10.34 საათზე, და გადავა ვერძის ზოდიაქოში.აღნიშნული საათის დადგომამდე 3-4 საათი და შემდეგ
შესამჩნევი იქნება ნებისმიერ სფეროში პრობლემების მომატება, მითუმეტეს, ღამის 0.16
საათიდან მთვარე იუპიტერის კვადრატურა და 8.30 საათზე მთვარე ვენერას კვადრატურა
გაზრდის საქმეში დაბრკოლებებს, უხასიათობას და ოჯახური კამათის ალბათობას
მეეუღლეებს, ანდა, შეყვარებულებს შორის, თითქმის დღის 12 საათამდე.
და აქვე, 17.08
საათზე იმოქმედებს მთვარე მერკურის კვადრატურა, რაც უკვე11-12 საათიდან, ნელ ნელა
დაძაბავს მოლაპარაკებებს, გამოიწვევს შეხვედრების გადადებას, შეუთანხმებლობას ნებისმიერი
მიზეზით. მთლიანობაში კონფლიქტური საათები იქნება 18-19 საათამდე. 21 სათზე მთვარე
სატურნის კვინკონსი სევდას და საქმეში მერყეობის შეგრძნებას მოიტანს ზოგადად.
მართალია, მთვარის დღე
გვეუბნება წამოწყებისათვის, განსაკუთრებით მსენებლობისათვის კარგი დღეაო, მაგრამ,
ასეთი მთვარის უარყოფითი განლაგების დროს პლანეტებთან სჯობია თავი
შევიკავოთ საქმის დაწყებისაგან, თუ რაიმე აუცილებლობა არ მოითხოვს.
ფაქტიურად, სახეზე იქნება
ამინდის გაუარესება დედამიწის მასშტაბით. მოიმატებს კატასტროფების სტატისტიკა. ნებისმიერ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს 1 ივნისის საღამოს საათებიდან 2 ივნისის დღის განმავლობაში.
საქმე, თუ ის კარგადაა
მოფიქრებული და პროფესიონალის ხელშია, მაინც დადებითად წარიმართება რადგან, ტყუპების ზოდიაქოში პლანეტები დადებით ,,შეერთებას'' ქმნის, რის გამოც ფონი ცალსახად უარყოფითი არ არის.
ყოველთვის
უნდა
გვახსოვდეს
ქალდეველების
უძველესი
გამოთქმა
ასტროლოგიის
შესახებ: ,,ვარსკვლავები
გვიბიძგებენ, მაგრამ
არ
გვაიძულებენ''.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა
24 საათის
დადგომას, ახალი
დღის
დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია
მივეჩვიოთ
პროგნოზის
ასეთ
დაყოფას,(დიდ
გაოცებას
იწვევს
ჩემში, როდესაც, მაგალითად
მთვარე
დღის 14 საათზე
გადადის
მშვილდოსანში
და
ყველგან
წერენ, რომ
ეს ,,დღე'' ძლიერ
დადებითია
ვერძისათვის, ამ
დროს, შესაძლებელია 14 საათამდე
ყველაფერი
საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
Комментариев нет:
Отправить комментарий