воскресенье, 2 июня 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 3 ივნისი 2013 წელი.




მთვარის 25- დღე 3.06-ის 2.18 სთ.დან 4.06-ის 2.48 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.
მოქმედება:
წარმოსახვა.
სახელწოდება:
ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:
შესაძლებელი იდეალი ადამიანში.

      მთვარე იმყოფება,,ვერძის'' ზოდიაქოს ნიშანში 2.06-ის 10.34 სთ. დან 4.06-ის 15.53 სთ.მდე 
             აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
             სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
             თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
             შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
             
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.




3 ივნისისათვის გაცილებით დადებითი პლანეტარული ფონი გვაქვს. ,,დიდი მერსედესი’’, როგორც ახალი თაობის ასტროლოგები უწოდებენ, მერკური-ნეპტუნი-სატურნის ერთმანეთთან ,,ტრიგონალური’’, დადებითი ასპექტები, აგრეთვე, მერკური ვენერას შეერთება გამოიწვევს მოლაპარაკებებში წარმატებას, ხელსეკრულებების წარმატებით გაფორმებას.
 კონსტრუქციული და წარმატებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები 3 და 4-5 ივნისის დროის მონაკვეთში. გაიზრდება საზოგადოების ცნობიერების სიღრმისეული ხედვა. მოიმატებს ინტუიციის და ,,გონების განათების’’ რეალური გამოვლინებები , რაც . შესაბამის დაკვირვებას და რეალიზებას საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანისაგან ცხოვრებაში.
      ზედმიწევნით დადებითი დღე( და უახლოესი დღეები), იქნება ხელოვნების სფეროს მოღვაწეებისათვის, აგრეთვე, წარმატებული პერიოდია საზოგადოებაში გამოსვლისათვის (ორატორული პოტენციალი მაქსიმალურად მოიმატებს).
საგრძნობი წარმატება ექნება  ,,ფარულ მოლაპარაკებებს’’ მომავალში, აგრეთვე, გაიზრდება კომერციული აქტიურობა, გაყიდვების მაჩვენებელი..
ეს პერიოდი დადებითია სწავლის და შეცნობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის. შესასწავლ საკითხში ჩაღრმავებისათვის.
 დიდი ალბათობაა,უახლოეს დღეებში გასაჯაროვდეს ნებისმიერ სფეროში გასაიდუმლოებული საკითხები. აგრეთვე, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სენსაციური არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ.
წყვილები და შეყვარებულები გაცილებით ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებენ ერთმანეთთან, მოიმატებს ურთიერთგაგება.
3 ივნისის დილის 11.44 საათის ახლოს, შესაძლებელია მომეტებული ტრავმები, ამინდის გაუარესება, პრობლემები შეექმნება ტელესაკომუნიკაციო სისტემებს. 12.30 საათიდან, ამდაგვარი მოვლენები შესუსტდება;  ამ შემთხვევაში მთვარე ურანის შეერთებას არბილებს მთვარე მზის დადებითი ასპექტი, რაც დაიცავს საზოგადოებას დიდი კატასტროფებისაგან. პირიქით, ზოგისათვის, შესაძლოა აღნიშნული დილა გახდეს ახალი გადაწყვეტილებების და ცხოვრებაში რადიკალურუ შემობრუნების საწყისი.
დღე ზოგადად დადებითია, მთვარის დადებითი დღის და პლანეტარული განლაგების პოზიტიური ვიბრაციები, ამისი თქმის საშუალებას იზლევა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.


მობ: 593 215274
skype: astrokonsultant

facebook: beso beciashvili




Комментариев нет:

Отправить комментарий