მთვარის 26-ე დღე 4.06-ის 2.48 სთ.დან 5.06-ის 3.20 სთ.მდე მოქმედებს
სიმბოლური შესატყვისება:
|
მერწყულის 1-ლი და
მე-12 გრადუსები.
|
||
სიმბოლო:
|
ჭაობი,
ბაყაყი.
|
||
მოქმედება:
|
ყბედობა.
|
||
სახელწოდება:
|
ჭაობი,
ბაყაყი. ბაყაყი,
ისევე როგორც გველი ჴ არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა,
რომელსაც
არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის,
ვინაიდან
მას ელის საკუთარი მიღწევეებით
ცრუ განდიდების დაუფლება.
|
||
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგან (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში სწერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26-ე დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.
მისტიური ზეგავლენა:
მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.
26-ე დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.
თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.
თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას ჴ ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.
სამედიცინო თვალსაზრისით: -
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.
მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.
მთვარე იმყოფება,,ვერძის'' ზოდიაქოს ნიშანში 2.06-ის 10.34 სთ. დან4.06-ის 19.53 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობაექნება ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
3-4 ივნისისათვის გაცილებით დადებითი პლანეტარული ფონი გვაქვს. ,,დიდი მერსედესი’’,
როგორც ახალი თაობის ასტროლოგები უწოდებენ, მერკური-ნეპტუნი-სატურნის ერთმანეთთან
,,ტრიგონალური’’, დადებითი ასპექტები, აგრეთვე, მერკური ვენერას შეერთება
გამოიწვევს მოლაპარაკებებში წარმატებას, ხელსეკრულებების წარმატებით გაფორმებას.
კონსტრუქციული
და წარმატებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები 3 და 4-5 ივნისის დროის
მონაკვეთში. გაიზრდება საზოგადოების ცნობიერების სიღრმისეული ხედვა. მოიმატებს
ინტუიციის და ,,გონების განათების’’ რეალური გამოვლინებები , რაც . შესაბამის
დაკვირვებას და რეალიზებას საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანისაგან ცხოვრებაში.
ზედმიწევნით დადებითი დღე( და უახლოესი დღეები), იქნება ხელოვნების სფეროს
მოღვაწეებისათვის, აგრეთვე, წარმატებული პერიოდია საზოგადოებაში გამოსვლისათვის
(ორატორული პოტენციალი მაქსიმალურად მოიმატებს).
საგრძნობი
წარმატება ექნება ,,ფარულ მოლაპარაკებებს’’ მომავალში, აგრეთვე, გაიზრდება
კომერციული აქტიურობა, გაყიდვების მაჩვენებელი..
ეს
პერიოდი დადებითია სწავლის და შეცნობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.
შესასწავლ საკითხში ჩაღრმავებისათვის.
დიდი
ალბათობაა,უახლოეს დღეებში გასაჯაროვდეს ნებისმიერ სფეროში გასაიდუმლოებული
საკითხები. აგრეთვე, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სენსაციური არქეოლოგიური
აღმოჩენების შესახებ.
წყვილები და
შეყვარებულები
გაცილებით
ჰარმონიულ
ურთიერთობას
დაამყარებენ
ერთმანეთთან, მოიმატებს ურთიერთგაგება.
მთვარე
4 ივნისის 10.25 სთ.ზე ზომიერად წარმატებულია საქმისათვის, 2-3 საათით წინ და
შემდეგ მოქმედებს.
19.53
საათზე მთვარე შეიცვლის ზოდიაქოს და გადავა კუროს ზოდიაქოსი, აღნიშნული საათის
დადგომამდე და შემდეგ, 2-3 საათი კრიტიკულია, ასეთ მთვარეს ასტროლოგები ვუწოდებთ
,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს’’, საჭიროა თავი ავარიდოთ კონფლიქტებას, მოიმეტებს
კატასტროფების ალბათობა, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
გვიანი
საღამო, 22.30 დან ღამია 1 საათამდე დადებით განწყობაზე მოსვლის საათებია(მთვარე
ვენერას სექსტილი), წვეულებების და სიყვარულის, წყვილების შეხვედრებისათვის
დადებითი დროის მონაკვეთია.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ:
,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება,
,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий