вторник, 4 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 5 ივნისი 2013 წელი.

მთვარის 27- დღე 5.06-ის 3.20 სთ.დან  6.06-ის 3.55 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება:
ძიება.
სახელწოდება:
სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.





მთვარე იმყოფება,,კუროს'' ზოდიაქოს ნიშანში 4.06-ის 19.53 სთ.დან  7.06-ის 7.32 სთ.მდე
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ,,ყელის არე’’ და ენდოკრინული სისტემა.
             აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობაექნება სასწორის  და მშვილდოსნის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
             მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
             ვერძის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
             შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
              
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ლომის და თევზების ზოდიაქოსათვის.


3-5 ივნისისათვის გაცილებით დადებითი პლანეტარული ფონი გვაქვს. ,,დიდი მერსედესი’’, როგორც ახალი თაობის ასტროლოგები უწოდებენ, მერკური-ნეპტუნი-სატურნის ერთმანეთთან ,,ტრიგონალური’’, დადებითი ასპექტები, აგრეთვე, მერკური ვენერას შეერთება გამოიწვევს მოლაპარაკებებში წარმატებას, ხელსეკრულებების წარმატებით გაფორმებას.
 კონსტრუქციული და წარმატებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები 3 და 4-5 ივნისის დროის მონაკვეთში. გაიზრდება საზოგადოების ცნობიერების სიღრმისეული ხედვა. მოიმატებს ინტუიციის და ,,გონების განათების’’ რეალური გამოვლინებები , რაც . შესაბამის დაკვირვებას და რეალიზებას საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანისაგან ცხოვრებაში.
      ზედმიწევნით დადებითი დღე( და უახლოესი დღეები), იქნება ხელოვნების სფეროს მოღვაწეებისათვის, აგრეთვე, წარმატებული პერიოდია საზოგადოებაში გამოსვლისათვის (ორატორული პოტენციალი მაქსიმალურად მოიმატებს).
საგრძნობი წარმატება ექნება  ,,ფარულ მოლაპარაკებებს’’ მომავალში, აგრეთვე, გაიზრდება კომერციული აქტიურობა, გაყიდვების მაჩვენებელი..
ეს პერიოდი დადებითია სწავლის და შეცნობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის. შესასწავლ საკითხში ჩაღრმავებისათვის.
 დიდი ალბათობაა,უახლოეს დღეებში გასაჯაროვდეს ნებისმიერ სფეროში გასაიდუმლოებული საკითხები. აგრეთვე, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სენსაციური არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ.
წყვილები და შეყვარებულები  ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებენ ერთმანეთთან, მოიმატებს ურთიერთგაგება.

დეტალური (დღის განმავლობაში) პროგნოზი.
მთვარე 5 ივნისის დილის 10.35 სთ.ზე დადებით ასპექტს აკეთენს პლანეტა იუპიტერთან, დილის საათენში შექმნის დადებით , საქმიან სიტუაციას ყველა სფეროში, ხოლო, მთვარე პლუტონის ტრიგონი,  გადებითად იმოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე. წარმატებით დაიგეგმება და განხორციელდება კრებები, სიტყვით გამოსვლა საზოგადოების წინაშე,  შემოქმედებითი თუ, პოლიტიკური მიზნებით მასობრივი ღონისძიებები.
საღამო ზომიერად დადებითია.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.


მობ: 593 215274
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий