მთვარის 28-ე დღე 6.06-ის 3.55 სთ.დან 7.06-ის 4.34 სთ.მდე მოქმედებას.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მზე. მერწყულის 25-ე და თევზების მე-6 გრადუსებს.
|
სიმბოლო:
|
ლოტოსი.
|
მოქმედება:
|
წყალობა.
|
სახელწოდება:
|
ლოტოსი.
|
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს “მიწიერი” საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:
მთვარე იმყოფება,,კუროს'' ზოდიაქოს ნიშანში 4.06-ის 19.53 სთ.დან 7.06-ის 7.32 სთ.მდე
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ,,ყელის არე’’ და ენდოკრინული სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობაექნება სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და თევზების ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და თევზების ზოდიაქოსათვის.
დაიწყო ,,გეკატის დღეები’’,ახალ მთვარემდე 2-3 დღით წინ და შემდეგ, ხოლო, ახალი მთვარე ივნისში 8 რიცხვშია. (გეკატა ბერძნული ,,ბნელეთის ქალღმერთი’’, ანუ , უმთვარო, ბნელი ღამეების პერიოდი), მთვარე აღარ მოსჩანს 11 ივნისამდე.
ყველამ უნდა იცოდეს, რომელი მთვარის დღეს და, შესაბამისად, მთვარის ფაზაშია დაბადებული. ვინც სავსე მთვარესთან ახლოს არის დაბადებული მათთვის განსაკუთრებით რთულია ახალი მთვარის დადგომა და ,,გეკატის დღეები’’. ვინც ახალ მთვარესთან ახლოსაა დაბადებული, პირიქით, მათთვის გამართლების და წინსვლის პერიოდია აღნიშნული მთვარის ფაზა.
განსაკუთრებით მომატებული იქნება 8 რიცხვთან ახლოს გულსისხლძარღვთა და თავის არის დაავადებების გართულების სტატისტიკა. აგრეთვე, მაღალემოციონალური პიროვნებებისათვის , საერთოდ ყველასათვის 7-8 ივნისი, და განსაკუტრებით, 8 ივნისის პერიოდში, უკუნაჩვენებია დიდი წვეულებების გამართვა და აკლოჰოლის მიღება.
განსაკუთრებით მომატებული იქნება 8 რიცხვთან ახლოს გულსისხლძარღვთა და თავის არის დაავადებების გართულების სტატისტიკა. აგრეთვე, მაღალემოციონალური პიროვნებებისათვის , საერთოდ ყველასათვის 7-8 ივნისი, და განსაკუტრებით, 8 ივნისის პერიოდში, უკუნაჩვენებია დიდი წვეულებების გამართვა და აკლოჰოლის მიღება.
ტყუპების ზოდიაქოში მზე და იუპიტერის 10 გრადუსის სიშორე, დადებითი შეერთება და ყოველდღიური დაახლოვება დადებითად იმოქმედებს საქმის გაფართოვებასა და საერთოდ, ცხოვრების ყველა სფეროზე. აგრეთვე მარსიც ტყუპებშია, რაც აქტიურს და აგრესიულს ხდის საქმეში მოწადინებას.
საზოგადოება განწყობილი იქნება ოპტიმისტურად, წინსვლისათვის. თვითოეულ ადამიანში, ივნისის თვეში იქნება იმპულსი ახლის დაწყების, ცხოვრებაში რაიმეს დადებითად შეცვლის. მაგრამ, გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას გირჩევთ ახალი მთვარის , 8 ივნისის შემდგომ, განსაკუთრებით 11 ივნისიდან შემდგომ დგეებში 25 ივნისამდე. ეს არის ,,მზარდი, აღმავალი, მომგებიანი მთვარის'' პერიოდი.(კონკრეტული დღის და დროის შერჩევა ასტროლოგის მიერ, უმჯობესია).
გაზრდილია ამ დღეებში შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობა.
6 ივნისი ზოგადად დადებითია. 15-17 საათიდან მოიმატებს შემოქმედებითი და მეგობრული შეხვედრები, ვენერა მერკურის და ვენერა ნეპტუნის ტრიგონი დადებით გავლენას მოახდენს ყველაზე. წარმატებული საღამოა სასიყვარულო და მეგობრული შეხვედრებისათვის..
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
facebook: beso beciashviliskype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий