пятница, 7 июня 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 7 ივნისი 2013 წელი.

მთვარის 29- დღე 7.06-ის 4.34 სთ.დან 8.06-ის 5.17 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება:
პანიკა.
სახელწოდება:
ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არ არის რეკომენდებული.




მთვარე იმყოფება,,ტყუპების'' ზოდიაქოს ნიშანში 4.06-ის  7.06-ის 7.32 სთ.დან 9.06-ის 20.16 სთ.მდე
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ფილტვები, ბრონქები, ხელების და ბეჭების არე.
             აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მორიელის  და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
             მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
             კუროს  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
              
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.

დაიწყო ,,გეკატის დღეები’’, 6 ივნისიდან. ახალ მთვარემდე 2-3 დღით წინ და შემდეგ, ხოლო, ახალი მთვარე ივნისში 8 რიცხვშია. (გეკატა ბერძნული ,,ბნელეთის ქალღმერთი’’, ანუ , უმთვარო, ბნელი ღამეების პერიოდი), მთვარე აღარ მოსჩანს 11 ივნისამდე. ეს დღეები ზოგადად მოიცავს მეტ უარყოფითს და ყველას ვურჩევთ სიფრთხილეს და თავდაცვას. ფსიქიკა დაძაბულია, და მოქმედებები უფრო ემოციეზე დაყრდნობით კეთდება, ვიდრე საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით.

 განსაკუთრებით მომატებული იქნება 8 რიცხვთან ახლოს გულსისხლძარღვთა და თავის არის დაავადებების გართულების სტატისტიკა. აგრეთვე, მაღალემოციონალური პიროვნებებისათვის , საერთოდ ყველასათვის, 7-8 ივნისი, და განსაკუტრებით, 8 ივნისის პერიოდში, უკუნაჩვენებია დიდი წვეულებების გამართვა და აკლოჰოლის მიღება.

7 ივნისის დილის 11-12 საათიდან, კულმინაცია 17.50 საათზე და შემდგომ 22-23 საათამდე, მთვარე მარსის შეერთება გამოიწვევს მასის აღგზნებას, აქტიურობას, შესაძლო მასობრივი გამოსვლების ფიზიკურ ესკალაციაში გადაზრდის კულმინაციას მსოფლიოს მასშტაბით. აგრეთვე, მომატებული იქნება ტრავმების ალბათობა.
სტიქიური ანომალიებით გახშირდება ადამიანების საფრთხე.
მარსი ნეპტუნის კვადრატურა, რომლის კულმინაციაც 8 ივნისსაა , ფარული მიზეზებით მწვავე კონფლიქტების მასობრივ შემთხვევებს გამოიწვევს ამ 2-3 დღეს, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე , საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში. საჭიროა თავი დავიცვათ ფარული, გაუთვალისწინებელი დანაკარგებისაგან. ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ დანაკარგებსაც,და ადამიანებს შორის ურთიერთობაში ფარული მიზეზებით გათიშულობის დაწყებას და განხორციელებას გამოიწვევს, ამიტომ, საჭიროა, არ ავყვეთ შეუმოწმებელ ინფორმაციას. ვიყოთ რაციონალურები და ვიმოქმედოთ ლოგიკურად.
 აღნიშნული ნეგატიური ზონა გადაივლის სრულად  ახალი მთვარის, 8 ივნისის და, ,,გეკატის დღეების’’ დასრულების, 10 ივნისის დროისათვის.

განსაკუთრებული საათი უბედური სემთხვევების,  ავტოავარიების, ტრავმების , ანდა, ჯანმრთელობის გაუარესების მდგომარეობების, რაც სიცოცხლის საფრთხესთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, მძიმე დანაშაულის ჩადენის პერიოდი საქართველოს ტერიტოტიაზე ადგილობრივი დროით, 7 ივნისის 17.03 საათზეა, ნახევარი საათიოთ წინ და შემდეგ არის მოსალოდნელი.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.


Комментариев нет:

Отправить комментарий