пятница, 7 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 8 ივნისი 2013 წელი.

მთვარის 30-ე დღე 8.06-ის 5.17 სთ.დან 8.06-ის 19.56 სთ.მდე მოქმედებს.


სიმბოლური შესატყვისება: თევზების მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: ოქროს გედი.
მოქმედება: ცხოვრების სიყვარული.
სახელწოდება: გედი.
30-ე დღე ყოველ მთვარის თვეს არა აქვს.
სიყვარულის, პატიების, მონანიების და თვის შედეგების დაჯამების დღე. ხშირად გამოხატულია იმ ბოროტისა და კეთილის თანაბარი რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. დიადი ზომიერების, სრული ჰარნომიის დროა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, არა ხორცეული, არა უხეში. სასურველია მუშაობა ქვაზე. ძაღლის ყეფა  ნიშანია რომ რაღაცა შეცდომა იქნა დაშვებული ცხოვრებისეულ გზაზე, გასულ თვეს.
დასვენების და გულის კუნთის წმენდის დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
შედეგების დაჯამების, თილისმებზე და პრეპარატებზე მუშაობის დროა.
30-ე დღეს ყურადღებით უნდა გაანალიზდეს განვლილი გზა და უნდა შეეცადოთ ჩამოირეცხოთ ცოდვები. ეს არის მსხვერპლის შეწირვის დღე, ყველაფერი უსარგებლოს მოშორების დრო, სულიერად განვითარების ახალ წრეზე გადასვლის დრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაფერი ეს  დაჯამდეს მზის დაბნელებამდე.
სოციალური ზეგავლენა:
არასაკეთილდღეოა საქმიანი ურთიერთობებისთვის.
ამ დღეს სასურველია დაასრულოთ საქმეები, უცქიროთ, ისწავლოთ სილამაზე, აჩუქოთ ხალხს სიხარული, დაარიგოთ ვალები, გამოიჩინოთ წყალობა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ლამაზები, კეთილები, ბრძენები, სიყვარულში ერთგულები არიან. ადრეულ ასაკიდანვე პოულობენ თავიანთ მოწოდებას. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მოვლინება სამყაროში მოცემულ დონეზე  შესაძლებელია ისინი დედამიწაზე მეტჯერ არ დაიბადონ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
 თქვენს ბავშვს მშვიდი ცხოვრება ექნება .  ექნება ისეთი სიბრძნე, რომ ის არ ისურვებს ისაუბროს იმაზე, რაც სამყაროში ცნობილია. გარდა ამისა, ამ დღეს ჩასახული ბავშვისთვის დამახასიათებელი იქნება ჰარმონია ქორწინებაში, სიმშვიდე, ის იპოვის თავის იდეალს, იქნება მოწყალე ყველასა და ყველაფრის მიმართ.
მედიტაცია:
ბუნების ჰარმონია.


მთვარის 1-ლი დღე
(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)
8.06-ის 19.56 სთ.დან 9.06-ის 6.04 სთ.მდე მოქმედებს.


სიმბოლური შესატყვისება: ვერძის 1-ლი და 12-ე გრადუსები
სიმბოლო: მანათობელი, ლამპარი, შუქი.
მოქმედება: აზრი.
სახელწოდება: მანათობელი, სხივი.

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1-ლ დღეს ფიქრი “არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.

მთლიანობაში სტიქიური ანომალიების დღეებია. არასასურველია 8 და, ნაწილობრივ 9 ივნისი,  შორს მგზავრობისათვის.

მთვარე იმყოფება,,ტყუპების'' ზოდიაქოს ნიშანში   7.06-ის 7.32 სთ.დან 9.06-ის 20.16 სთ.მდე
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ფილტვები, ბრონქები, ხელების და ბეჭების არე.
             აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მორიელის  და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
             მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
             კუროს  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.

დაიწყო ,,გეკატის დღეები’’, 6 ივნისიდან. ახალ მთვარემდე 2-3 დღით წინ და შემდეგ, ხოლო, ახალი მთვარე ივნისში 8 რიცხვშია. (გეკატა ბერძნული ,,ბნელეთის ქალღმერთი’’, ანუ , უმთვარო, ბნელი ღამეების პერიოდი), მთვარე აღარ მოსჩანს 11 ივნისამდე. ეს დღეები ზოგადად მოიცავს მეტ უარყოფითს და ყველას ვურჩევთ სიფრთხილეს და თავდაცვას. ფსიქიკა დაძაბულია, და მოქმედებები უფრო ემოციეზე დაყრდნობით კეთდება, ვიდრე საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით.
 ფსიქიკური გართულებები, სტრესული მდგომარეობა, აპათია დამახასიათებელია აღნიშნული დღეებისათვის. მოიმატებს მსოფლიო მასშტაბით სიუცის შემთხვევები.

 განსაკუთრებით მომატებული იქნება 8 რიცხვთან ახლოს გულსისხლძარღვთა და თავის არის დაავადებების გართულების სტატისტიკა. აგრეთვე, მაღალემოციონალური პიროვნებებისათვის , საერთოდ ყველასათვის, 7-8 ივნისი, და განსაკუტრებით, 8 ივნისის პერიოდში, უკუნაჩვენებია დიდი წვეულებების გამართვა და აკლოჰოლის მიღება.



მარსი ნეპტუნის კვადრატურა, რომლის კულმინაციაც 8 ივნისსაა , ფარული მიზეზებით მწვავე კონფლიქტების მასობრივ შემთხვევებს გამოიწვევს ამ 2-3 დღეს, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე , საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში. საჭიროა თავი დავიცვათ ფარული, გაუთვალისწინებელი დანაკარგებისაგან. ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ დანაკარგებსაც, ადამიანებს შორის ურთიერთობაში ფარული მიზეზებით გათიშულობის დაწყებას და განხორციელებას გამოიწვევს, ამიტომ, საჭიროა, არ ავყვეთ შეუმოწმებელ ინფორმაციას. ვიყოთ რაციონალურები და ვიმოქმედოთ ლოგიკურად.
8 ივნისის 22.30 საათზე, დაწყებული 14-15 საათიდან 9 ივნისის 13-14 საათამდე, ხოლო , კულმინაცია 8 ივნისის 22.30 საათზე მერკური-ურანის კვადრატურა ზოგადად ადამიანებს გახდის ნერვოზულს და ექსცენტრულს მოქმედებებში. მოიმატებს არარეალიზებადი იდეები და გამოცდილების გარეშე  მოქმედებები. ნებისმიერ სეგმენტში, შესაძლოა ერთი ადამიანის მიერ წამოყენებულმა ასეთმა იდეებმა, სხვების მხრიდან კრიტიკა და დავა , კონფლიქტი გამოიწვიოს. გადაწყვეტილებების მიღება იმპულსური იქნება.
მოსალოდნელია მოულოდნელი პრობლემის გამოჩენა, მოლაპარაკებების და
ხელშეკრულების გაფორმების გაუთვალისწინებელი ჩაშლა. აღნიშნული პერიოდი უარყოფითია გონებრივი მუშაობისათვის ყველა სფეროში.
განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება კომუნიკაციის საშუალებების მწყობრიდან გამოსვლა. ტელესაკომუნიკაციო და ელექტრო მომარაგების მუშაობაში ხარვეზები.
მოსალოდნელია მოულოდნელი არასასურველი ვიზიტები, სატელეფონო ზარები ნეგატიური , მოულოდნელი ინფორმაციით.
საჭიროა ხელსაწყოებთან და სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის დროს ზედმიწევნითი სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
ამ ყველაფერს ემატება, 8 ივნისის 19.56 საათზე, მთვარე და მზის შეერთება, ანუ ახალი მთვარის დადგომის მომენტის მაღალი გეომაგნიტურობის ვიბრაციები თავისთავად დამატებით შექმნის ფსიქოლოგიურ დაზაბულობას და მღელვარების საფუძველს.
 აღნიშნული ნეგატიური ზონა გადაივლის სრულად  ახალი მთვარის, 8 ივნისის და, ,,გეკატის დღეების’’ დასრულების, 10 ივნისის დროისათვის.
8 ივნისის დღე, მიუხედავად ასეთი დაძაბული პლანეტარული ვიბრაციების, ცალსახად კრიტიკული არ არის, ვენერა დადებით განლაგებაშია და პარტნიორული ურთიერთობის და შეხვედრებისათვის, აგრეთვე შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დადებითია.


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий