მთვარის მე-2 დღე 9.06-ის 6.04 სთ.დან 10.06-ის 6.55 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ვერძის მე-13 და
24-ე გრადუსები
|
სიმბოლო:
|
გზა,
პირი
|
მოქმედება:
|
მოთხოვნილება
|
სახელწოდება:
|
დიდი თევზი,
ყბა.
|
მთვარის
მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს “ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური
ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო
თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:
მოხმარების პროცესი.
მთლიანობაში სტიქიური ანომალიების დღეებია. არასასურველია 8 და, ნაწილობრივ 9 ივნისი, შორს მგზავრობისათვის.
მთვარე იმყოფება,,ტყუპების'' ზოდიაქოს ნიშანში 7.06-ის 7.32 სთ.დან 9.06-ის 20.16 სთ.მდე
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ფილტვები, ბრონქები, ხელების და ბეჭების არე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მორიელის და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან,
კოლეგებთან
და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.
დაიწყო ,,გეკატის დღეები’’, 6 ივნისიდან. ახალ მთვარემდე 2-3 დღით წინ და შემდეგ, ხოლო, ახალი მთვარე ივნისში 8 რიცხვშია. (გეკატა ბერძნული ,,ბნელეთის ქალღმერთი’’, ანუ , უმთვარო, ბნელი ღამეების პერიოდი), მთვარე აღარ მოსჩანს 11 ივნისამდე. ეს დღეები ზოგადად მოიცავს მეტ უარყოფითს და ყველას ვურჩევთ სიფრთხილეს და თავდაცვას. ფსიქიკა დაძაბულია, და მოქმედებები უფრო ემოციეზე დაყრდნობით კეთდება, ვიდრე საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით.
ფსიქიკური გართულებები, სტრესული მდგომარეობა, აპათია დამახასიათებელია აღნიშნული დღეებისათვის. მოიმატებს მსოფლიო მასშტაბით სუიციდის შემთხვევები.
მარსი ნეპტუნის კვადრატურა, რომლის კულმინაციაც 8 ივნისის საღამოსაა , ფარული მიზეზებით მწვავე კონფლიქტების მასობრივ შემთხვევებს გამოიწვევს ამ 2-3 დღეს, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე , საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში. საჭიროა თავი დავიცვათ ფარული, გაუთვალისწინებელი დანაკარგებისაგან. ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ დანაკარგებსაც, ადამიანებს შორის ურთიერთობაში ფარული მიზეზებით გათიშულობის დაწყებას და განხორციელებას გამოიწვევს, ამიტომ, საჭიროა, არ ავყვეთ შეუმოწმებელ ინფორმაციას. ვიყოთ რაციონალურები და ვიმოქმედოთ ლოგიკურად.
9
ივნისის დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით საქმიანი და ენერგიული იქნება ზოგადად.
(მთვარე იუპიტერის შეერთენა 12.30 სთ,ზე კულმინაცია, დაწყებული ადრე დილიდან
თითქმის საღამომდე), დადებითია შემოქმედებითი ღონისძიებებისათვის, პრეზენტაციების
და წვეულებებისათვია აღნიშნული პერიოდი. სასიამოვნო შეხვედრები წყვილებს შორის
სასურველია თუ საღამოს მაგივრად დილიდან მოხდება, რადგან ურთიერთგაგებას და
დადებითად დროის ერთად გატარებას ხელს შეუწყობს პლანეტარული ვიბრაციები 9-10 სთ დან
12-13 საათი კულმინაცია, 17-18 საათამდე,(შუა დღის შემდეგ მოსალოდნელია წვიმა და,
საერთოდ, ამინდის ჭირვეულობა).
საღამოს რთულს და ემოციურად გადატვირთულს გახდის მთვარის ახალ ზოდიაქოში, კირჩხიბში გადასვლა 20.17 სთ.ზე, ეს ,,მიმართულებადაკარგული მთვარეა'', რომელი პერიოდიც ყოველთვის სახიფათოდ ითვლება, 3-4 საათით აღნიშნულ საათამდე და შემდეგ.
საღამოს რთულს და ემოციურად გადატვირთულს გახდის მთვარის ახალ ზოდიაქოში, კირჩხიბში გადასვლა 20.17 სთ.ზე, ეს ,,მიმართულებადაკარგული მთვარეა'', რომელი პერიოდიც ყოველთვის სახიფათოდ ითვლება, 3-4 საათით აღნიშნულ საათამდე და შემდეგ.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype:
astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий