მთვარის მე-3 დღე 9.06-ის 6.04 სთ.დან 10.06-ის 6.55
სთ.მდე მოქმედებს.
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)
სიმბოლური შესატყვისება:
|
ვერძის 25-ე და
კუროს მე-6 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
|
მოქმედება:
|
ბრძოლა.
|
სახელწოდება:
|
ჯიქი,
მეომარი
|
ეს
აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის
მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური
ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.
მთვარე იმყოფება,,კირჩხიბის'' ზოდიაქოს ნიშანში
9.06-ის 20.16 სთ.დან 12.06-ის 8.58 სთ.მდე.
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში კუჭი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. გაზრდილია ინტუიცია და დაზაბულიე ფსიქიკა,
გამძაფრებულია მგრძნობიარობა, ემოციები. ეპილეფსიით დაავადებულებთან მაღალი
ალბათობაა ავადმყოფობის გამოვლინების.
,,კირჩხიბიში’’
აქტუალური მთვარის დროს აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ
რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.
დამთავრდა
,,გეკატის დღეები’’, დასავლეთით, მზის ჩასვლისთანავე ცაზე გამოჩნდება, ჰორიზონთთან
ახლოს ,,ნამგალა მთვარე’’ ამ მომენტიდან მთლიანობაში ვიგრძნობთ ფსიქოლოგიური
დაძაბულობის მოხსნას.
10
ივნისი გაცილებით დადებითია განვლილ 3-4 დღესთან შედარებით.
დილის
7-8 საათზე, მთლიანად დილის საათებში მთვარე სატურნის და ნეპტუნის ტრიგონშია, რაც
ბრწყინვალედ მოქმედებს ინტუიციზე, საზოგადოება იაზროვნებს გაცილებით გონივრულად.
14.30
საათზე მთვარე ვენერას შეერტება სიყვარულის და შემოქმედების განწყობას დაბადებს.
მოიმატებს ადამიანებს შორის დადებითი ურთიერთობა, გაზრდილი იქნება მადა, წვეულებების და ალკოჰოლის მიღების სურვილი 10
რიცხვის ღამის საათებიდან 14,30სთ კულმინაცია, საღამოს 16-17 საათამდე.
საღამოს
20.30 საათთან ახლოს მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და ხარვეზები ელექტრო და
ტელესაკომუნიკაციო სისტემებში. აგრეთვე ,მოიმატებს ავტოავარიების და
ელექტროტრავმების ალბათობა. შესაძლოა საზოგადოებაში აგრესია 17-18
საათიდანვე.(მთვარე პლუტონის ოპოზიცია)
22-24
საათზე და შემდგომი დღის ღამის 1 საათზე მთვარე მერკურის შეერთება ახალ დადებით მუხტს
შემოიტანს საზოგადოების ცნობიერებაში. მოლაპარაკებებში გამართლება და გაზრდილი
კომუნიკაბელურობა, ახალი და წარმატებული ამბების გაგება დამახასიატებელი იქნება
გვიანი საღამოსათვის.
მთლიანობაში,
დღე საქმეში წარმატებული და დადებითი იქნება თითქმის ცხოვრების ყველა სფეროსათვის,
მაგრამ შემოქმედებითი და მხატვრული მიდრეკილების ადამიანებისათვის, მხატვრული
წარმოდგენებისათვის, აგრეთვე, წყვილების
შეხვედრისათვის, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий