вторник, 11 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 11 ივნისი 2013 წელი.

მთვარის მე-4 დღე 11.06-ის 7.49 სთ.დან 12.06-ის 8.45 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.
მოქმედება:
მეხსიერება.
სახელწოდება:
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.


მთვარე
 იმყოფება,,კირჩხიბის'' ზოდიაქოს ნიშანში    9.06-ის 20.16 სთ.დან 12.06-ის 8.58 სთ.მდე.
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში კუჭი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.  გაზრდილია ინტუიცია და დაზაბულია ფსიქიკა, გამძაფრებულია მგრძნობიარობა, ემოციები. ეპილეფსიით დაავადებულებთან მაღალი ალბათობაა ავადმყოფობის გამოვლინების.

            ,,კირჩხიბში’’ აქტუალური მთვარის დროს  პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და ქალწულის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მშვილდოსნის  და მერწყულის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
             თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
             ტყუპების  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.

მზე სატურნის პრობლემური ასპექტი(პოლუტარაკვადრატი) 11 ივნისს პრობლემურს გახდის, შედარებით, დასაწყისს, ღამის და დილის საათებს, 14-15 საათამდე. ხოლო, ვენერა პლუტონის ოპოზიცია გააგრძელკებს უარყოფით ვიბრაციებს დღის მეორე ნახევარში. მოსალოდნელია, ზოგადად,  კრიტიკული დამოკიდებულება ურთიერთობაში. მსოფლიოს მასშტაბით გაგრძელდება კლიმატური ანომალიები, მაგრამ, დღე ცალსახად ნეგატიური არ იქნება, რადგან, შორეული, მაგრამ შეერთებაა მზე იუპიტერს და მთვარე მერკურის შორის, რაც მოლაპარაკებებში დადებით იმპულსს შეიტანს და დღე საქმიანი და კონსტრუქციული აღმოჩნდება ბევრ სფეროში, თავისთავად, თუ ყველაფერი პროფესიუნალების ხელში იქნება და წინდაწინ მომზადდება წარმატების საფუძველი.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant


www.astrokonsultant.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий