четверг, 13 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი.13 ივნისი 2013 წელი

მთვარის მე-6 დღე 13.06-ის 9.43 სთ.დან 14.06-ის 10.42 სთ.მდე მოქმედებს.
იგი წინ უსწრებს მთავრის პირველ მეოთხედს

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება:
შეწყალება.
სახელწოდება:
პრანა, ცისარტყელა, წერო.

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის  პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიური ზეგავლენა:
კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება. ეყვარება ბუნება.


როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართ, რომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისს, და ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეების) დასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის..


მთვარე
 იმყოფება,,ლომის'' ზოდიაქოს ნიშანში     12.06-ის 8.58 სთ.დან 14.06-ის 20.26 სთ.მდე.
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში დულსისხლძარღვთა სისტემა. 

            აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - თხის რქის  და თევზების ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.
             მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
             კირჩხიბის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური მიმოხილვა:
13 ივნისი მოცულია, ფარდობითად, დადებითი პლანეტარული ზემოქმედებით (მერკური ,,რახუს’’ ,,აღმავალი კვანძის’’ ტრიგონი), რომელიც დილის საათებსი კულმინაციას აკეთებს, ფაქტიურად, მთელ დღეზე მოქმედებს და ნებისმიერ სფეროში გამართლებას მოიტანს, განსაკუთრებით მოლაპარაკებებში და კომერციაში, საერთოდ, საზოგადოებრივ პოლიტიკურ საზმიანობაში წარმატებები იქნება თვალსაჩინო.
დილის 9 საათზე მთვარე ურანის ტრიგონი იმოქმედებს 8-12 საათის დიაპაზონსი და ბევრი ადამიანისათვის მოიტანს მოულოდნელად სასიხარულო ინფორმაციას, საკითხის სწრაფ გადაწყვეტას დადებითად.
15 და განსაკუთრებით 17 საათთან ახლოს, შესამჩნევი იქნება საქმეში დაბრკოლება, 18 საათიდან ასეთი ზემოქმედება გადაივლის და საღამო დადებითი პლანეტარული ვიბრაციების ზეგავლენით, ისევ დადებით მოვლენებს გამოიწვევს ზოგადად.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий