пятница, 14 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 14 ივნისი 2013 წელი.

მთვარის მე-7 დღე 14.06-ის 10.42 სთ.დან 15.06-ის 11.42 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მეომარი მამალი
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მეომარი  მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური დღეა, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:
სუნთქვა.

როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართ, რომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისს, და ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეების) დასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.





მთვარე
 იმყოფება,,ლომის'' ზოდიაქოს ნიშანში     12.06-ის 8.58 სთ.დან 14.06-ის 20.26 სთ.მდე.
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში გულსისხლძარღვთა სისტემა. 

            აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მშვილდოსნის და ვერძის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - თხის რქის  და თევზების ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.
             მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი სიტუაციები.
             კირჩხიბის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური მიმოხილვა:
14 ივნისის დღის საათები დადებითია. ღამის 2-3 საათიდან, დილის 7.13 სთ.ზე კულმინაცია და ემდეგი 2-3 საათი დადებითი ემოციების და გამართლების პერიოდია ზოგადად საქმეში და ნებისმიერ სფეროში.
15 საათთან ახლოს საქმეში გამართლებას დაემატება მომეტებული ტრავმატიზმის, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შესაზლი 1-2 საათი.გახშირდება  გულთან დაკავშირებული მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები.
     მათთვის, ვისაც კარგად აქვს დილიდან დაგეგმილი პროფესიონალურად საქმე, დღე დადებითი და წარმატებული გამოდგება. საერთო ფონი (მერკური ვენერას და მზე იუპიტერის შეერთება) საქმის გაფართოვების და წინსვლის ვიბრაციებს გადმოგვცემს. აგრეთვე, დადებითად წარიმართება შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობა.
საღამოს 20.26 სთ. კულმინაცია, მის  დადგომამდე 18 საათიდან 22.30 საათამდე მთვარე გადადის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოში, ამდაგვარ მთვარეს ასტროლოგები ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს’’, რომელიც ნეგატიურ საათებს ჰქმნის ყველასათვის და იწვევს კონფლიქტებს და მომეტებული ტრავმების ალბათობას, (ამ საათებშიც გახშირდება გულის და, საეღთოდ, ჯანმრთელობის პრობლემების სტატისტიკა), აგრეთვე, დიდი ალბათობაა, მსოფლიო მასშტაბით კლიმატური ანომალიების.
გვიანი საღამოსათვის ასეთი ზემოქმედება მოიხსნება.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant

www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий