მთვარის მე-8 დღე 15.06-ის 11.42 სთ.დან
16.06-ის 12.44 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ტყუპების 25-ე და
კირჩხიბის
მე-6 გრადუსი.
|
სიმბოლო:
|
ფენიქსი,
განძის ზარდახშა,
ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი,
რომელსაც
უბედურება
მოაქვს.
|
მოქმედება:
|
ტრანსფორმირება.
|
სახელწოდება:
|
ფენიქსი,
განძის ზარდახშა.
|
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.
მისტიური
ზეგავლენა:
ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი ჴ მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.
სოციალური
ზეგავლენა:
აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება, განსაკუთრებით რთულის, რომლებიც შეიცავს 108 და 72 კომპონენტს.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.
მედიტაცია:
ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.
როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართ, რომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისს, და ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეების) დასრულების შემდგომ 10 ივლისისათვის.
მთვარე იმყოფება,,ქალწულის'' ზოდიაქოს ნიშანში 14.06-ის 20.26 სთ.დან.
ეს
პერიოდი პრობლემებს იწვევს ნაწლავურ სისტემაზე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - მერწყულის და ვერძის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური მიმოხილვა:
15
ივნისის ღამის საათებიდან, კულმინაცია დილის 6.48 სთ.ზე, 10-11 საათამდე
მოსალოდნელია ფარული დანაკარგები, მოიმატებს ქურდობის ფაქტები. გეგმები წააწყდება
გაუთვალისწინებელ დაბრკოლებებს. საერთო განწყობას დაეტყობა, ღამის 1-2 საათიდან,
სევდიანობადა ფარული, თითქოს უმიზეზო აფორიაქება, რაც დილის აღნიშნულ საათებში
მაქსიმუმს მიაღწევს.
12-13
საათიდან მოსალოდნელია მასების აქტიურობა, შესაძლო გამოსვლები, ერთის მხრივ
დადებითი, მაგრამ, მოუფიქრებელი აქტიურობა ხვალ, 15-17 საათთან ახლოს შესაზლოა
აგრესიაში გადაიზარდოს. მოიმატებს ადამიანების კონფლიქტურობა, აგრესიულობა.
17-21
საათის დიაპაზონსი, მომსწრე გავხდებით ინფორმაციის საშუალებებით ვინმეს ტყუილში
მხილებაში, მაგრამ, ეს ეხება საზოგადოების მცირე სეგმენტებსაც, ნებისმიერ ორ თუ,
რამოდენომე ადამიანის ჯგუფს.
დაწყებული
21.20 და 22 საათიდან , გაცილებით დადებითია გვიანი საღამო და 16 ივნისის ღამის საათები-5
სთ.
სასიყვარულო წყვილების შეხვედრები წარმატებით და
მაქსიმალური ურთიერთსიყვარულის ატმოსფეროში ჩაივლის. აგრეთვე, წვეულებები
სიამოვმების და მხიარულების ფონზე წარიმართება.
საღამოს კულტურულ-გასართობი წარმოდგენები ხალხმრავალი აღმოჩნდება. (მთვარე ვენერას და
მთვარე ,,რახუს’’ სექსტილების ზემოქმედების გამო)
მთლიანობასი,
ვენერა მერკურის შეერთება კირჩხიბში და მზე იუპიტერის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში,
ყოველ დღეს საქმიანს და ნაყოფიერს ხდის ბოლო 2-3 დღეა.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook:
beso beciashvili
Skype:
astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий