воскресенье, 16 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 16 ივნისი 2013 წელი.

მთვარის მე-9 დღე 16.06-ის 12.44 სთ.დან 17.06-ის 13.47 სთ.მდე მოქმედებს.
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის

სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ღამურა.
მოქმედება:
სპაზმა, მოწამვლა.
სახელწოდება:
ღამეს, რძის გზა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.


როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.

მთვარე
 იმყოფება,,ქალწულის'' ზოდიაქოს ნიშანში     14.06-ის 20.26 სთ.დან.
ეს პერიოდი პრობლემებს იწვევს ნაწლავურ სისტემაზე. 

            აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის  და კუროს  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - მერწყულის  და ვერძის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.
             თევზების  და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი სიტუაციები.
             ლომის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური მიმოხილვა:
 16 ივნისის ღამის საათები დილის 5-6 საათამდე დადებითია. 
აგრეთვე დადებითია დილის 9.30 სთ. კულმინაცია და ახლოს 2-3 საათი კონსტრუქციული იქნება მოლაპარაკებებისათვის შუადღემდე 13.00. სასურველია მოასწროთ ძირითადი საქმიანი ურთიერთობა, რადგან, უკვე აღნიშნული საათის შემდეგ იწყება მთვარის ნეგატიური მე-9 დღე და, აგრეთვე, ნელ-ნელა საღამოს 21.24 საათზე  მთვარე მზის კვადრატურა დაძაბავს ხელმზღვანელობასთან ურთიერთობას, ასევე, ქალის და კაცის დაპირისპირების საათები გამოდგება, ზოგადად, 16-17 საათიდან არნიშნული ზემოქმედება ძალაში შევა, ხოლო, გვიანი საღამო, გაცილებით არასასურველია ნებისმიერი მოლაპარაკებისათვის, საქმის დაგეგმვის და გონებრივი მუშაობისათვის, 20-21 საათი და 17 ივნისის ღამის 1.25 სთ. კულმინაცია, ამდაგვარი არასაქმიანი და კრიტიკული პერიოდია ზოგადად.

მთლიანობასი, ვენერა მერკურის შეერთება კირჩხიბში და მზე იუპიტერის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში, ყოველ დღეს საქმიანს და ნაყოფიერს ხდის ბოლო 2-3 დღეა.
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий