понедельник, 17 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 17 ივნისი 2013 წელი.

მთვარის მე-10 დღე 17.06-ის 13.45 სთ.დან 18.06-ის 14.47 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება:
გამარჯვება.
სახელწოდება:
ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.

როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.

მთვარე
 იმყოფება,,სასწორის'' ზოდიაქოს ნიშანში     17.06-ის 5.18 სთ.დან. 19.06-ის 10.38 სთ.მდე
ეს პერიოდი პრობლემებს იწვევს თირკმელებსა და შარდის გამომყოფ სისტემაზე ძირითადად.. 

            აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის  და ტყუპების  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - თევზების  და კუროს ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.
             ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  თხის რქის და კიეჩხიბის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური მიმოხილვა: 17 ივნისს მთვარე გადადის სასწორის ზოდიაქოში დილის 5 საათზე, წინა დღის გვიანი საღამოდან და დილის 5 საათამდე, შემდეგი 3-4 საათიც კრიტიკულია, როგორც მთვარის ზოდიაქოში გადასვლის და სხვა ასპექტების გამო. აგრეთვე მთვარის მე9 დღის გამო. შესაძლოა დედამიწის მრავალ რეგიონში სტიქიური ანომალიები დაფიქსირდეს. ამინდის გაუარესება.

12-13 საათიდან გვიან საღამომდე დღის საათები დადებითია და თითქმის ყველა სფეროში წინსვლას გამოიწვევს!

გვიანი საღამოს 22 საათიდან შემდეგი დღის, 18 ივნისის ღამის 1-2 სთ. კულმინაცია და  დილის 5 საათამდე დიაპაზონში მოსალოდნელია საზოგადოებაში კონფლიქტურობა, მღელვარება. შესაძლოა საჰაერო და ავტოსატრანსპორტო კატასტროფების სტატისტიკა გაიზარდოს მსოფლიოში.
 (აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


მთლიანობასი, ვენერა მერკურის20-21 ივნისს შეერთება კირჩხიბში და მზე იუპიტერის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში19 ივნისს, ყოველ დღეს საქმიანს და ნაყოფიერს ხდის ბოლო 5-6 დღეა. აღნიშნული შეერთებები მთლიანობაში დადებით ფონს ჰქმნის.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant

www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий