среда, 19 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი.19 ივნისი 2013 წელი

მთვარის მე-12 დღე 19.06-ის 16.02 სთ.დან 20.06-ის 17.12 სთ.მდე მოქმედებს(აუცილებელია, მთვარის მე-11 დღის რეკომენდაციებით ვისარგებლოთ 16 საათამდე).

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
გული, თასი.
მოქმედება:
ლოცვა.
სახელწოდება:
გული, თასი (გრაალის თასი).

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ვაჭრობისათვის, გასამდიდრებლად, აზარტული თამაშებისთვის. საშუალოა სიყვარულისა და ქორწინებისათვის. ძალიან წყნარი და ბრძენი დღეა. კარგია ბაღში მუშაობა. ეს არის ასტრალური, ვიზუალური სახეების პერიოდი. წყალზე ყურადღების დაკონკრეტების, აზრების განსაწმენდად. ეს დღეა როდესაც სიბრძნე იმარჯვებს გონებასა და გრძნობებზე. სასარგებლოა შემოწირულობებიდან ნაწილის გასაჩუქრება, მოწყალების გაცემა, განსაკუთრებით თუ მას გთხოვენ. ვინაც არ იქნება ამ დღეს მოწყალე, შესაძლოა თვითონ მოაკლდეს შეწყალება.
მისტიური ზეგავლენა:
თანაგრძნობისა და შეწყალების, საჩუქრების და მოწყალების დღეა. არ შეიძლება ჩხუბი, გაბრაზება. განმარტოების დღეა. სიმშვიდის, გარშემომყოფთა სიყვარულის დღეა. სასურველია სითხეებთან მუშაობა, ბევრი წყლის სმა, არ შეიძლება ტირილი.
ლოცვებისა და განმარტოების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, შემწყნარებლობის, ალტრუიზმის დღეა, მაგრამ არ შეიძლება მოშვება და ტირილი. გაბრაზება უკუნაჩვენებია.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი, მშვიდობიანი, შეწყალებისა და თანაგრძნობის კოსმიური სიყვარულის გააქტიურების დღეა.
ერთის მხრივ შეიცავს ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, მეორე მხრივ კი ღმერთის სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. ეს ერთ-ერთი დღეთაგანია, როდესაც ლოცვები სრულდება. კარგია მე-12 დღეს აღსარების თქმა. თუ ვინმეს ეჩხუბეთ, ძნელი იქნება მერე მასთან შერიგება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები ხშირად სასიკვდილოა. წყლის ბალანსის დარღვევის გამო უკეთესია წვენებით მკრუნალობა.
ამ დღეს რეკომენდებულია ნაკლები უხეში საკვები. მიიღეთ ბევრი წყალი. რეკომენდებულია წვენები (გარდა ვაშლისა). გულის, ფილტვების, ზედა სასუნთქი გზების გაწმენდის დღეა. სასარგებლოა ამოსახველებელი წამლების მიღება. სრულიად უკუნაჩვენებია დატვირთვა გულზე.
მეთორმეტე დღეს ცუდი ნიშანია გატეხილი ჭურჭელი და დაღვრილი სითხე ტანჯვისა და მარტოობის ნიშანია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწყალე და კეთილები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ტანჯვის ფიალას ბოლომდე შესვამს. იქნება ძალიან უბედური, ანდა ცოდვებისგან განიწმინდება ტანჯვის გზით. ექნება ძლიერი ინტუიცია, მკურნალობის ნიჭი. ზოგიერთი ბიჭი შესაძლოა მღვდელი გახდეს.
მედიტაცია:
წყალი.

როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.

მთვარე
 იმყოფება,,მორიელის'' ზოდიაქოს ნიშანში    19.06-ის 10.38 სთ.დან 21.06-ის 12.31 სთ.მდე
ეს პერიოდი პრობლემებს იწვევს, ძირითადად, შარდსასქესო ორგანოებზე.

            აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების  და კირჩხიბის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ვერძის  და ტყუპების ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.
             კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური მიმოხილვა: ხვალ, 19 ივნისს მზე იუპიტერის შეერთება დღეს გახდის საქმიანობისათვის წარმატებულს ყველა მიმართულებით, მთლიანი ფონი დადებითია.
დილის 7 -8 საათი, და დილის საათები თან წარმატებულია, მაგრამ, გარკვეული ხარვეზებით, რადგანაც, მტვარე ზოდიაქოს შეიცვლის დილის 10.38 საათზე(მიმართულებადაკარგული მთვარე), რაც შეაფერხებს და კონფლიქტურს გახდის აღნიშნულ პერიოდს( 3-4 საათის დიაპაზონს), ამის გამო, უმჯობესია, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, საქმე გადავიტანოთ 11.30-12 საათიდან, და შემდგომ საათებში., შუადღე წარმატებულია და 15-17- საათს შორის ვიგრძნობთ, რომ პრობლემები ნაკლები ძალისხმევით გადაიჭრება, (მთვარე ნეპტუნის ტრიგონი).
მთვარე შეერთებაშია პრობლემურ პლანეტა სატურნთან 19.20 საათზე. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები ნებისმიერ საქმეში, 18-19-20 საათზე, სევდა და უხასიათობის ტალღა, რომელიც 21-22 საათისათვის შესუსტდება.
არასტაბილური იქნება ამინდი.
თუ საქმე კარგადაა დაგეგმილი და პროფესიონალის ხელშია, ხვალინდელი დღის 11-12 საათიდან საღამოს 18 საათამდე დიდი წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი მთლიანობასი.

 (აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


მთლიანობასი, ვენერა მერკურის20-21 ივნისს შეერთება კირჩხიბში და მზე იუპიტერის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში19 ივნისს, ყოველ დღეს საქმიანს და ნაყოფიერს ხდის ბოლო 5-6 დღეა. აღნიშნული შეერთებები მთლიანობაში დადებით ფონს ჰქმნის.

* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant

www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий