воскресенье, 23 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 23 ივნისი 2013 წელი

მთვარის მე-15 დღე 22.06-ის 19.29 სთ.დან 23.06-ის 20.29 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
                                         . . .
როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.






მთვარე იმყოფება,,თხის რქის'' ზოდიაქოს ნიშანში     23.06-ის 12.08 სთ.დან 25.06-ის 11.26სთ.მდე
მეტი ალბათობაა გაციების, მადის ნაკლებობის, მუხლის, ფეხის დაზიანებების, ტკივილები; თავი უნდა დავიცვათ მელანქოლიის და დეპრესიულობისაგან.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგშიკუროს  და ქალწულის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ტყუპების  და ლომის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            კირჩხიბის და თხის რქის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
დილის საათები, 12 საათთან ახლოს პრობლემურია, რადგან მთვარე იცვლის ზოდიაქოს, თან 11 სთ.ზე და 15.30 სთ.ზე მთვარე იუპიტერის და მთვარე მზის ოპოზიცია საქმეში დაპირისპირებას და პრობლემებს შექმნის. მოიმატებს ტრევმების, აგრესიის ალბათობა, შესაძლოა ამინდის მოკლევადიანი გაუარესება აღნიშნულ საათებში.
დადებითია 16 საათიდან გვიან საღამომდე დღის მონაკვეთი. განსაკუთრებით 19-20-21 საათთან ახლოს, ნებისმიერ საქმეში შეგვექმნება წარმატების პირობები.
ამასთან, ზოგადი ფონი მზე იუპიტერის და მერკური ვენერას შეერთება ამ დღეებში, თავის სასურველ გავლენას თვალნათელს ხდის ზოგადად ნებისმიერ სფეროში.
კონკრეტულად რომ ვთქვათ, დღის პირველი ნახევარი დაძაბულია, ხოლო 15-16 საათიდან გაცილებით წარმატებული.
                                              . . .

21 ივნისის 9.04 სთ.ზე მზე გადავიდა ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოში. 22 ივლისის 19.56 სთ.მდე.
 აღნიშნული პერიოდისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭს და, საერთოდ, მუცლის არის დაავადებების პროფილაქტიკას.

განსაკუთრებული გამართლება ელოდებათ  მორიელის და შემდგომ თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს. აგრეთვე, ძაღლის და ვეფხვის წელში დაბადებულებს, და თუ ეს აღნიშნული ზოდიაქოს წარმომადგენლები, აგრეთვე ჩინური კალენდრით წარმატებულ, ძაღლის და ვეფხვის წელში არიან დაბადებული, ეს დადებითი მუხტი მათთვის ორმაგდება და საგრძნობ წინსვლას მოუტანს მათ ,,კირჩხიბის ‘’ აღნიშნულ თვეში.(და 1 ივლისს იუპიტერის კირჩხიბში გადასვლით, აღნიშნული ნიშნებისათვის დამთავრდება ,,გაუმართლებლობის’’ პერიოდი და დაიწყება ,,ძლიერ დადებითი’’ წელიწადი, მომავალი წლის ზაფხულამდე.)
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლებს.
 კრიტიკულია კირჩხიბის ზონა სასწორის და ვერძის ნიშნებისათვის.

კონკრეტულად ,,კირჩხიბებისათვის'', რადგან მათ ამ პერიოდში ექნებათ დაბადბის დღე. აგრეთვე, ეს ეხება ყველა ადამიანს და მათ დამოკიდებულებას დაბადების დღის მიმართ.
საერთო უძველესი კანონზომიერებაა, ,,დაბადების დღის წინ ადამიანს სტოვებს 7 დღით მისი მფარველი ანგელოზი’’ და საჭიროა გაიაროს დაბადების  და თვით მეორე დღემ, რათა, იუბილარის ცხოვრებაში ჩავთვალოთ, რომ ამდაგვარმა დღეებმა გადაიარა.(ეს აიხსნება იმით, რომ მზეს არ უყვარს დაბადების მომენტში იგვე გრადისის გამოსხივების მზის ჩანაწერი ადამიანის ბიოველში, და ადამიანს ფსიქიკურ დაძაბულობაში აგდებს. ამიტომაა, დაბადების დღის წინ 7 და, განსაკუთრებით, ბოლო 3 დღე, თვით დაბადების უშუალო დღზე, სტატისტიკურად მეტი უბედური სემთხვევებია დაფიქსირებული) ამიტომ, ყველას ვურჩევთ ასტროლოგები საკუთარი დაბადების დღეს შორს გადაადგილება და სპორტული ტრიუკებისაგან თავი შეიკაონ, ხოლო, ალკოჰოლის მიღებაც ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. როგორი სამართლიანიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოზიცია, მოითმინეთ, რათა უბრალო ლამათი სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზარდოს.
თხის რქის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან დაპარისპირება, მაგრამ, აღნიშნული პერიოდის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და თქვენ საერთო ენას გამონახავთ მათთან.
ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის შესამჩნევი იქნება გარკვეული ,,ჩაკეტილობის’’ შეგრძნება, ერთფეროვანი საქმიანობა, რომელიც თავის შედეგს დაგანახვებთ თქვენი დაბადების დღის შემდეგ, ლომის თვეში.
ტყუპებისათვის კირჩხიბის თვე შესამჩნები ,,გამოფხიზლების’’ და გააქტიურების თვეა. ენერგიულობა და ოპტიმიზმი დადებით მოვლენებს მოიტანს თქვენთვის ცხოვრებაში.
მშვილდოსანს და მერწყულს შდარებით წინააღმდეგობრივი პერიოდი ექნებათ, მერყეობა საქმეში, რაც საბოლოდ დადებითად დამთავრდება.




(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant


www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий