понедельник, 24 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი.24 ივნისი 2013 წელი

მთვარის მე-16 დღე 23.06-ის 20.29 სთ.დან 24.06-ის 21.22 სთ.მდე მოქმედება.

მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
მტრედი, პეპელა.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
მტრედი, პეპელა, კიბე.

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.
სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.
მედიტაცია:
თეთრი ფერი.
                                             . . .
როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.
                                          . . .
მთვარე იმყოფება,,მერწყულის'' ზოდიაქოს ნიშანში    25.06-ის 11.26სთ.დან
მეტი ალბათობაა გაციების, მადის ნაკლებობის, მუხლის, ფეხის დაზიანებების, ტკივილები; თავი უნდა დავიცვათ მელანქოლიის და დეპრესიულობისაგან.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგშიკუროს  და ქალწულის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ტყუპების  და ლომის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            კირჩხიბის და თხის რქის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
24 ივნისი ზოგადად დადებითია.
დილის 6.50 საათთან ახლოს 9 საათამდე მოსალოდნელია ტელესაკომინიკაციო და დენის მიწოდების ხარვეზები. გახშირდება საოჯახო და, საერთოდ, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები.
9 დან 14 საათამდე მონაკვეთი, საგრძნობი წარმატებების პერიოდია საქმეში და ნებისმიერ სფეროში.
დადებითია , განსაკუთრებით 12-13 და 13.30 საათამდე დიაპაზონი.
აგდესიული, სუსტი ჯანმრთელობის გამოდგება 14-15 საათს შორის დიაპაზონი. მოიმატებს, როგორც საქმეში დაბრკოლება, აგრეთვე ტრავმების ალბათობა.
ზომიერად დადებითია 15 საათიდან 22 საათამდე პერიოდი.
მაგრამ, მოსალოდნელია ნეგატიური ინფორმაციის მიღება, დაპირისპირება, კამათის შემთხვევები 22 საათიდან, განსაკუთრებით 24 საათთან ახლოს და შემდეგი, 25 ივნისის ღამის 1-2 საათამდე,
მთლიანობასი, პლანეტარული და მთვარის დღის ზემოქმედების გამო, დღე დადებითია და თუ აღნიშნულ დადებით საათებში დაგეგმავთ თქვენს აქტიურობას და პრობლემურ საათებში თავს დაიცავთ ნეგატიური ზემოქმედებისაგან, თქვენთვის დღე წარმატებული გამოდგება.
                                              . . .

21 ივნისის 9.04 სთ.ზე მზე გადავიდა ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოში. 22 ივლისის 19.56 სთ.მდე.
 აღნიშნული პერიოდისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭს და, საერთოდ, მუცლის არის დაავადებების პროფილაქტიკას.

განსაკუთრებული გამართლება ელოდებათ  მორიელის და შემდგომ თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს. აგრეთვე, ძაღლის და ვეფხვის წელში დაბადებულებს, და თუ ეს აღნიშნული ზოდიაქოს წარმომადგენლები, აგრეთვე ჩინური კალენდრით წარმატებულ, ძაღლის და ვეფხვის წელში არიან დაბადებული, ეს დადებითი მუხტი მათთვის ორმაგდება და საგრძნობ წინსვლას მოუტანს მათ ,,კირჩხიბის ‘’ აღნიშნულ თვეში.(და 1 ივლისს იუპიტერის კირჩხიბში გადასვლით, აღნიშნული ნიშნებისათვის დამთავრდება ,,გაუმართლებლობის’’ პერიოდი და დაიწყება ,,ძლიერ დადებითი’’ წელიწადი, მომავალი წლის ზაფხულამდე.)
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლებს.
 კრიტიკულია კირჩხიბის ზონა სასწორის და ვერძის ნიშნებისათვის.

კონკრეტულად ,,კირჩხიბებისათვის'', რადგან მათ ამ პერიოდში ექნებათ დაბადბის დღე. აგრეთვე, ეს ეხება ყველა ადამიანს და მათ დამოკიდებულებას დაბადების დღის მიმართ.
საერთო უძველესი კანონზომიერებაა, ,,დაბადების დღის წინ ადამიანს სტოვებს 7 დღით მისი მფარველი ანგელოზი’’ და საჭიროა გაიაროს დაბადების  და თვით მეორე დღემ, რათა, იუბილარის ცხოვრებაში ჩავთვალოთ, რომ ამდაგვარმა დღეებმა გადაიარა.(ეს აიხსნება იმით, რომ მზეს არ უყვარს დაბადების მომენტში იგვე გრადისის გამოსხივების მზის ჩანაწერი ადამიანის ბიოველში, და ადამიანს ფსიქიკურ დაძაბულობაში აგდებს. ამიტომაა, დაბადების დღის წინ 7 და, განსაკუთრებით, ბოლო 3 დღე, თვით დაბადების უშუალო დღზე, სტატისტიკურად მეტი უბედური სემთხვევებია დაფიქსირებული) ამიტომ, ყველას ვურჩევთ ასტროლოგები საკუთარი დაბადების დღეს შორს გადაადგილება და სპორტული ტრიუკებისაგან თავი შეიკაონ, ხოლო, ალკოჰოლის მიღებაც ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. როგორი სამართლიანიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოზიცია, მოითმინეთ, რათა უბრალო ლამათი სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზარდოს.
თხის რქის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან დაპარისპირება, მაგრამ, აღნიშნული პერიოდის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და თქვენ საერთო ენას გამონახავთ მათთან.
ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის შესამჩნევი იქნება გარკვეული ,,ჩაკეტილობის’’ შეგრძნება, ერთფეროვანი საქმიანობა, რომელიც თავის შედეგს დაგანახვებთ თქვენი დაბადების დღის შემდეგ, ლომის თვეში.
ტყუპებისათვის კირჩხიბის თვე შესამჩნები ,,გამოფხიზლების’’ და გააქტიურების თვეა. ენერგიულობა და ოპტიმიზმი დადებით მოვლენებს მოიტანს თქვენთვის ცხოვრებაში.
მშვილდოსანს და მერწყულს შდარებით წინააღმდეგობრივი პერიოდი ექნებათ, მერყეობა საქმეში, რაც საბოლოდ დადებითად დამთავრდება.


                                                             . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant

www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий