вторник, 25 июня 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 25 ივნისი 2013 წელი.

   მთვარის მე-17 დღე 24.06-ის 21.22 სთ.დან 25.06-ის 22.45 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
ზარი, ყურძნის მტევანი.
მოქმედება:
ექსტაზი.
სახელწოდება:
ზარი, ყურძნის მტევანი.

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს  ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს  უმაღლეს სიყვარულს).
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი  პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.
                            . . .
როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.
                                          . . .
მთვარე იმყოფება,,მერწყულის'' ზოდიაქოს ნიშანში    25.06-ის 11.26სთ.დან 27.06-ის 12.32 სთ.მდე
მეტი ალბათობაა უძილობის, გადაღლის, ნერვული აშლილობის, ტერფების , ვენების ვარიკოზული გაგანიერების, საერთოდ სისხლის რეგულაციის დარღვევისაკენ მიდრეკილება. მიდრეკილება ტრომბოფლებიტებისადმი.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგშიტყუპების  და სასწორის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - კირჩხიბის  და ქალწულის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            ლომის და მერწყულის   ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
ღამის 00.20, და შემდეგი 1-2 საათი დაპირისპირების და უხასიატობის პერიოდია, ხოლო, დილის 6.22 საათთან ახლოს მთვარე ვენერას ოპოზიციის გამო, უხასიათობა და სუსტი ჯანმრთელობაა მოსალოდნელი8-8 და 30 წუთამდე.
სამუშაო დილა საკმაოდ დადებითია, მაგრამ,14 საათიდან, კულმინაცია 15.30 სთ., 16.30 საათამდე მოსალოდნელია ავტოკატასტროფების, სხეულის დაჭრის, ტრავმების ალბათობა.
შემდეგი რამოდენიმე 2, 2.30 საათი დადებითია, მაგრამ, საქმესი დაბრკოლება და უხასიატობა საგრძნობი გახდება ზოგადად 18 საათიდან 19.24 საათი კულმინაცია,
საღამო დადებითია როგორც საქმისაღვის, ასევე სასიყვარულო შეხვედრებისათვის. სასურველია დროის გატარება ახლობლების და მეგობრების ატმოსფეროში.
                                                        . . .
26 ივნისს მერკური გახდება ,,რეტროგრადული'', შეიცვლის მიმართულებას და ,,უკანმავალი'' გახდება. გასწორდება და ,,დირექტული'' მოძრაობის პერიოდი ექნება 20 ივლისიდან. 26 და ახლოს 1-2 დღე უკვე ,,შენელებული'' და ზუსტად 26 ივნისის 17.02 საათთან ახლოს ,,სტაციობარული'', ადგილზე გაჩერებული იქნება, რაც გაცილებით კრიტიკულად ითვლება.
 მერკური პასუხისმგებელია ადამიანის ლოგიკასა და აზროვნებაზე, წერითი სამუშაოს პროცესზე, კომუნიკაბელურობასა და საერთოდ კომერციაზე, კამათი და ურთიერთგაუგებრობა მოსალოდნელია საზოგადოებასი. შესამჩნევი იქნება ამ პერიოდში მოლაპარაკებების, დოკუმენტებთან, ნაწერებთან გაურკვევლობა და დათქმული პირობების ჩაშლა. 25-26-და 27 ივნისი. შემდეგფი პერიოდი, შედარებით რთული იქნება ამ მიმარტულებით 20-22 ივლისის ჩაღვლით, მაგრამ, კიდევ შესაძლებელია პროფესიონალიზმის პირობებში საქმე წინ წავიდეს, უფრო მძიმეა და ადამიანის გონების ,,გათიშვის'' და კატასტროფების გამომწვევია 26 ივნისი. შერსაძლოა კლიმატური და სტიქიური ანომალიებიც მოჰყვეს ასეთ პლანეტარულ, ნეგატიურ ვიბრაციას. საჭიროა, საკუთარი საქმიანი აქტიურობა მინიმუმამდე დავიყვანოთ 26 ივნისის და, შემდგომ პერიოდში 20 ივლისამდე ყურადღება მივაქციოთ აღნიშნული მიმართულებით, ზოგადად, გართულებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
                                              . . .

21 ივნისის 9.04 სთ.ზე მზე გადავიდა ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოში. 22 ივლისის 19.56 სთ.მდე.
 აღნიშნული პერიოდისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭს და, საერთოდ, მუცლის არის დაავადებების პროფილაქტიკას.

განსაკუთრებული გამართლება ელოდებათ  მორიელის და შემდგომ თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს. აგრეთვე, ძაღლის და ვეფხვის წელში დაბადებულებს, და თუ ეს აღნიშნული ზოდიაქოს წარმომადგენლები, აგრეთვე ჩინური კალენდრით წარმატებულ, ძაღლის და ვეფხვის წელში არიან დაბადებული, ეს დადებითი მუხტი მათთვის ორმაგდება და საგრძნობ წინსვლას მოუტანს მათ ,,კირჩხიბის ‘’ აღნიშნულ თვეში.(და 1 ივლისს იუპიტერის კირჩხიბში გადასვლით, აღნიშნული ნიშნებისათვის დამთავრდება ,,გაუმართლებლობის’’ პერიოდი და დაიწყება ,,ძლიერ დადებითი’’ წელიწადი, მომავალი წლის ზაფხულამდე.)
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლებს.
 კრიტიკულია კირჩხიბის ზონა სასწორის და ვერძის ნიშნებისათვის.

კონკრეტულად ,,კირჩხიბებისათვის'', რადგან მათ ამ პერიოდში ექნებათ დაბადბის დღე. აგრეთვე, ეს ეხება ყველა ადამიანს და მათ დამოკიდებულებას დაბადების დღის მიმართ.საერთო უძველესი კანონზომიერებაა, ,,დაბადების დღის წინ ადამიანს სტოვებს 7 დღით მისი მფარველი ანგელოზი’’ და საჭიროა გაიაროს დაბადების  და თვით მეორე დღემ, რათა, იუბილარის ცხოვრებაში ჩავთვალოთ, რომ ამდაგვარმა დღეებმა გადაიარა.(ეს აიხსნება იმით, რომ მზეს არ უყვარს დაბადების მომენტში იგვე გრადისის გამოსხივების მზის ჩანაწერი ადამიანის ბიოველში, და ადამიანს ფსიქიკურ დაძაბულობაში აგდებს. ამიტომაა, დაბადების დღის წინ 7 და, განსაკუთრებით, ბოლო 3 დღე, თვით დაბადების უშუალო დღზე, სტატისტიკურად მეტი უბედური სემთხვევებია დაფიქსირებული) ამიტომ, ყველას ვურჩევთ ასტროლოგები საკუთარი დაბადების დღეს შორს გადაადგილება და სპორტული ტრიუკებისაგან თავი შეიკაონ, ხოლო, ალკოჰოლის მიღებაც ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. როგორი სამართლიანიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოზიცია, მოითმინეთ, რათა უბრალო ლამათი სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზარდოს.
თხის რქის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან დაპარისპირება, მაგრამ, აღნიშნული პერიოდის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და თქვენ საერთო ენას გამონახავთ მათთან.
ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის შესამჩნევი იქნება გარკვეული ,,ჩაკეტილობის’’ შეგრძნება, ერთფეროვანი საქმიანობა, რომელიც თავის შედეგს დაგანახვებთ თქვენი დაბადების დღის შემდეგ, ლომის თვეში.
ტყუპებისათვის კირჩხიბის თვე შესამჩნები ,,გამოფხიზლების’’ და გააქტიურების თვეა. ენერგიულობა და ოპტიმიზმი დადებით მოვლენებს მოიტანს თქვენთვის ცხოვრებაში.
მშვილდოსანს და მერწყულს შდარებით წინააღმდეგობრივი პერიოდი ექნებათ, მერყეობა საქმეში, რაც საბოლოდ დადებითად დამთავრდება.


                                                             . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant


www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий