среда, 26 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 26 ივნისი 2013 წელი.

მთვარის მე-18 დღე 25.06-ის 22.08 სთ.დან 26.06-ის 22.45 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 25- და მორიელის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
სარკე, ყინული, მაიმუნი.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
სარკე, ყინული, ყინული.
პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.
ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი  მრუდეს, მეორენი სწორს და სუფთას, მესამეთ  თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.
უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.
სოციალური ზეგავლენა:
საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები. 
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).
საჭიროა ნაკლები ძილი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.
მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა  მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.
მედიტაცია:
თეატრი.
                        . . .
როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.
                                          . . .
მთვარე იმყოფება,,მერწყულის'' ზოდიაქოს ნიშანში    25.06-ის 11.26სთ.დან 27.06-ის 12.32 სთ.მდე
მეტი ალბათობაა უძილობის, გადაღლის, ნერვული აშლილობის, ტერფების , ვენების ვარიკოზული გაგანიერების, საერთოდ სისხლის რეგულაციის დარღვევისაკენ მიდრეკილება. მიდრეკილება ტრომბოფლებიტებისადმი.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგშიტყუპების  და სასწორის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - კირჩხიბის  და ქალწულის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            ლომის და მერწყულის   ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
26 ივნისის 11-12 საათის პერიოდში საქმეში დაბრკოლებას და გაუგებრობებს გამოიწვევს (მთვარე იუპიტერის პოლუტარაკვადრატი).
14-16 საათი, 17 საათამდე ენერგიული იქნება, მაგრამ მოჭარბებული ენერგია, შესაძლოა გახდეს ტრავმების და ავტო და საყოფაცხოვრებო ტრავმების მიზეზი, რადგან, მერკური რეტროგრადული გადება 26 ივნისს და, ზოგადად, გონების ,,გათიშვებს'' გამოიწვევს, რაც მიზეზი გახდება ასეთი კრიტიკული მოვლენების, აგრეთვე, მაღალია სტიქიით დაზარალების ალბათობა.
19-20 საათზე მთვარე მზის პოლუტარაკვადრატი კიდევ გაართულებს სიტუაციას,
ფაქტიურად, რომელი საქმეც ყოველდღიურ, აუცილებლობას არ წარმოადგენს, საჭიროა გადაიდოს და მხოლოდ თავი დავიცვათ ნეგატიური მოვლენებისაგან. ახალი საქმის დაწყება საერთოდ გამორიცხულია 26 ივნისს.
                                                        . . .
26 ივნისს მერკური გახდება ,,რეტროგრადული'', შეიცვლის მიმართულებას და ,,უკანმავალი'' გახდება. გასწორდება და ,,დირექტული'' მოძრაობის პერიოდი ექნება 20 ივლისიდან. 
26 და ახლოს 1-2 დღე უკვე ,,შენელებულია'' და ზუსტად, 26 ივნისის 17.02 საათთან ახლოს ,,სტაციონარული'', ადგილზე გაჩერებული იქნება, რაც გაცილებით კრიტიკულად ითვლება.
 მერკური პასუხისმგებელია ადამიანის ლოგიკასა და აზროვნებაზე, წერითი სამუშაოს პროცესზე, კომუნიკაბელურობასა და საერთოდ კომერციაზე, კამათი და ურთიერთგაუგებრობა მოსალოდნელია საზოგადოებასი. შესამჩნევი იქნება ამ პერიოდში მოლაპარაკებების, დოკუმენტებთან, ნაწერებთან გაურკვევლობა და დათქმული პირობების ჩაშლა. 25-26-და 27 ივნისი. შემდეგი პერიოდი, შედარებით რთული იქნება ამ მიმართულებით 20-22 ივლისის ჩათვლით, მაგრამ, კიდევ შესაძლებელია პროფესიონალიზმის პირობებში საქმე წინ წავიდეს, უფრო მძიმეა და ადამიანის გონების ,,გათიშვის'' და კატასტროფების გამომწვევია 26 ივნისი. შერსაძლოა კლიმატური და სტიქიური ანომალიებიც მოჰყვეს ასეთ პლანეტარულ, ნეგატიურ ვიბრაციას.
 საჭიროა, საკუთარი საქმიანი აქტიურობა მინიმუმამდე დავიყვანოთ 26 ივნისის და, შემდგომ პერიოდში 20 ივლისამდე ყურადღება მივაქციოთ აღნიშნული მიმართულებით, ზოგადად, გართულებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
                                              . . .

21 ივნისის 9.04 სთ.ზე მზე გადავიდა ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოში. 22 ივლისის 19.56 სთ.მდე.
 აღნიშნული პერიოდისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭს დასაერთოდმუცლის არის დაავადებების პროფილაქტიკას.

განსაკუთრებული გამართლება ელოდებათ  მორიელის და შემდგომ თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებსაგრეთვეძაღლის და ვეფხვის წელში დაბადებულებსდა თუ ეს აღნიშნული ზოდიაქოს წარმომადგენლებიაგრეთვე ჩინური კალენდრით წარმატებულძაღლის და ვეფხვის წელში არიან დაბადებულიეს დადებითი მუხტი მათთვის ორმაგდება და საგრძნობ წინსვლას მოუტანს მათ ,,კირჩხიბის ‘’ აღნიშნულ თვეში.(და 1 ივლისს იუპიტერის კირჩხიბში გადასვლითაღნიშნული ნიშნებისათვის დამთავრდება ,,გაუმართლებლობის’’ პერიოდი და დაიწყება ,,ძლიერ დადებითი’’ წელიწადიმომავალი წლის ზაფხულამდე.)
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლებს.
 კრიტიკულია კირჩხიბის ზონა სასწორის და ვერძის ნიშნებისათვის.

კონკრეტულად ,,კირჩხიბებისათვის'', რადგან მათ ამ პერიოდში ექნებათ დაბადბის დღეაგრეთვეეს ეხება ყველა ადამიანს და მათ დამოკიდებულებას დაბადების დღის მიმართ.საერთო უძველესი კანონზომიერებაა, ,,დაბადების დღის წინ ადამიანს სტოვებს 7 დღით მისი მფარველი ანგელოზი’’ და საჭიროა გაიაროს დაბადების  და თვით მეორე დღემრათაიუბილარის ცხოვრებაში ჩავთვალოთრომ ამდაგვარმა დღეებმა გადაიარა.(ეს აიხსნება იმითრომ მზეს არ უყვარს დაბადების მომენტში იგვე გრადისის გამოსხივების მზის ჩანაწერი ადამიანის ბიოველშიდა ადამიანს ფსიქიკურ დაძაბულობაში აგდებსამიტომაადაბადების დღის წინ 7 დაგანსაკუთრებითბოლო 3 დღეთვით დაბადების უშუალო დღზესტატისტიკურად მეტი უბედური სემთხვევებია დაფიქსირებულიამიტომყველას ვურჩევთ ასტროლოგები საკუთარი დაბადების დღეს შორს გადაადგილება და სპორტული ტრიუკებისაგან თავი შეიკაონხოლოალკოჰოლის მიღებაც ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდესროგორი სამართლიანიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოზიციამოითმინეთრათა უბრალო ლამათი სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზარდოს.
თხის რქის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანპარტნიორებთან დაპარისპირებამაგრამაღნიშნული პერიოდის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და თქვენ საერთო ენას გამონახავთ მათთან.
ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის შესამჩნევი იქნება გარკვეული ,,ჩაკეტილობის’’ შეგრძნებაერთფეროვანი საქმიანობარომელიც თავის შედეგს დაგანახვებთ თქვენი დაბადების დღის შემდეგლომის თვეში.
ტყუპებისათვის კირჩხიბის თვე შესამჩნები ,,გამოფხიზლების’’ და გააქტიურების თვეაენერგიულობა და ოპტიმიზმი დადებით მოვლენებს მოიტანს თქვენთვის ცხოვრებაში.
მშვილდოსანს და მერწყულს შდარებით წინააღმდეგობრივი პერიოდი ექნებათმერყეობა საქმეშირაც საბოლოდ დადებითად დამთავრდება.


                                                             . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთრომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვისსაჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant


www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий