четверг, 27 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 27 ივნისი 2013 წელი.


მთვარის მე-19 დღე 26.06-ის 22.45 სთ.დან 27.06-ის 23.19 სთ.მდე. მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
-
მოქმედება:
დამარცხება.
სახელწოდება:
ობობა, ბადე.

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.
ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.
მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა  დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.
დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.
მედიტაცია:
ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.
                       . . .
როგორც ვხედავთ, 2013 წლის თებერვლიდან დაწყებული ურთულეს პერიოდს გავდივართრომელიც დასრულდება იუპიტერის ,,კირჩხიბში'' გადასვლის დროისათვის 1 ივლისსდა ბოლომდე სტაბილური გახდება ივლისის ახალი მთვარეობის (გეკატის დღეებისდასრულების შემდგომ 10  ივლისისათვის.
                                          . . .
მთვარე იმყოფება,,თევზების'' ზოდიაქოს ნიშანში     27.06-ის 12.32 სთ.დან 29.06-ის 17.06 სთ.მდე
პირველ რიგში გართულებას ექვემდებარება ტერფები, ნერვული სისტემა, კანი. ეცადეთ ამ პერიოდში ორგამიზმიდან შლაკების გამოდენის პროცედურები ჩაატაროთ.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგშიკირჩხიბის და მორიელის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ლომის  და სასწორის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            ქალწულის და თევზების     ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ტყუპების და   მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
მძიმე დღეა, მერკური ერ ისევ საციონარულობასთან ახლოს მდგომარეობაშია, მთვარის დღეც საგრძნობად ნეგატიურია. 12.32 საათზე მთვარე თევზების ზოდიაქოში გადადის, რასაც ,,მიმართულება დაკარგულ მთვარეს’’ ვუწოდებთ და დილის 7-8 საათიდან, კულმინაცია 13.28 და 14-15 საათამდე გაცილებით მომატებული იქნება ტრავმების და კონფლიქტების, აგრესიის ალბათობა. კლიმატური ანომალიები და ჯანმრთელობის დარღვევების ტალღა გადაივლის ზოგადად აღნიშნულ საათებში.
მაგრამ, რიგითი საქმეებისათვის დილიდან 13 საათზე კულმინაცია, დადებითია მთვარე იუპიტერის ტრიგონის გამო.ხოლო, შუადღის შემდეგ უკვე მოქმედებს მთვარე მზის ტრიგონი 23.12 სთ.ზე.
სევდა და ფარული ნეგატიური ხელის შემშლელი მოვლენები, დანაკარგები მოაქვს მთვარე ნეპტუნის შეერთებას 21.28 საათზე კულმინაცია, რომელიც უკვე 15-16 საათიდან ნეგატიური მთვარის დღის გამოსხივებას გააძლიერებს.
მთლიანობაში, თუ არა აუცილებელი საქმეები, საჭირო და გეგმიური საქმის შესრულება, დანარჩენი ინიციატივები აუცილებელია გადაიდოს 28 ივნისის და შემდგომი დღეებისათვის.
ახალი საქმის დაწყებას კატეგორიულად არ გირჩევთ.

                                                        . . .
26 ივნისს მერკური გახდება ,,რეტროგრადული'', შეიცვლის მიმართულებას ( ,,უკანმავალი'' გახდება). გასწორდება და ,,დირექტული'' მოძრაობის პერიოდი ექნება 20 ივლისიდან. 
26 და ახლოს 1-2 დღე უკვე ,,შენელებულია'' და ზუსტად, 26 ივნისის 17.02 საათთან ახლოს ,,სტაციონარული'', ადგილზე გაჩერებული იქნება, რაც გაცილებით კრიტიკულად ითვლება.
 მერკური პასუხისმგებელია ადამიანის ლოგიკასა და აზროვნებაზე, წერითი სამუშაოს პროცესზე, კომუნიკაბელურობასა და საერთოდ კომერციაზე, კამათი და ურთიერთგაუგებრობა მოსალოდნელია საზოგადოებაში. შესამჩნევი იქნება ამ პერიოდში მოლაპარაკებების, დოკუმენტებთან, ნაწერებთან გაურკვევლობა და დათქმული პირობების ჩაშლა. 25-26-და 27 ივნისი. შემდეგი პერიოდი, შედარებით რთული იქნება ამ მიმართულებით 20-22 ივლისის ჩათვლით, მაგრამ, კიდევ შესაძლებელია პროფესიონალიზმის პირობებში საქმე წინ წავიდეს, უფრო მძიმეა და ადამიანის გონების ,,გათიშვის'' და კატასტროფების გამომწვევია 26 ივნისი. შესაძლოა კლიმატური და სტიქიური ანომალიებიც მოჰყვეს ასეთ პლანეტარულ, ნეგატიურ ვიბრაციას.
 საჭიროა, საკუთარი საქმიანი აქტიურობა მინიმუმამდე დავიყვანოთ 26 ივნისის და, შემდგომ პერიოდში 20 ივლისამდე ყურადღება მივაქციოთ აღნიშნული მიმართულებით, ზოგადად, გართულებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
                                              . . .

21 ივნისის 9.04 სთ.ზე მზე გადავიდა ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოში. 22 ივლისის 19.56 სთ.მდე.
 აღნიშნული პერიოდისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭს დასაერთოდმუცლის არის დაავადებების პროფილაქტიკას.

განსაკუთრებული გამართლება ელოდებათ  მორიელის და შემდგომ თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებსაგრეთვეძაღლის და ვეფხვის წელში დაბადებულებსდა თუ ეს აღნიშნული ზოდიაქოს წარმომადგენლებიაგრეთვე ჩინური კალენდრით წარმატებულძაღლის და ვეფხვის წელში არიან დაბადებულიეს დადებითი მუხტი მათთვის ორმაგდება და საგრძნობ წინსვლას მოუტანს მათ ,,კირჩხიბის ‘’ აღნიშნულ თვეში.(და 1 ივლისს იუპიტერის კირჩხიბში გადასვლითაღნიშნული ნიშნებისათვის დამთავრდება ,,გაუმართლებლობის’’ პერიოდი და დაიწყება ,,ძლიერ დადებითი’’ წელიწადიმომავალი წლის ზაფხულამდე.)
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლებს.
 კრიტიკულია კირჩხიბის ზონა სასწორის და ვერძის ნიშნებისათვის.

კონკრეტულად ,,კირჩხიბებისათვის'', რადგან მათ ამ პერიოდში ექნებათ დაბადების დღე.( აგრეთვეეს ეხება ყველა ადამიანს და მათ დამოკიდებულებას დაბადების დღის მიმართ.) საერთო უძველესი კანონზომიერებაა, ,,დაბადების დღის წინ ადამიანს სტოვებს 7 დღით მისი მფარველი ანგელოზი’’ და საჭიროა გაიაროს დაბადების  და თვით მეორე დღემრათაიუბილარის ცხოვრებაში ჩავთვალოთრომ ამდაგვარმა დღეებმა გადაიარა.(ეს აიხსნება იმითრომ მზეს არ უყვარს დაბადების მომენტში იგვე გრადუსის გამოსხივების მზის ჩანაწერი ადამიანის ბიოველშიდა ადამიანს ფსიქიკურ დაძაბულობაში აგდებსამიტომაადაბადების დღის წინ 7 დაგანსაკუთრებითბოლო 3 დღეთვით დაბადების უშუალო დღეზესტატისტიკურად მეტი უბედური შემთხვევებია დაფიქსირებულიამიტომყველას ვურჩევთ ასტროლოგები საკუთარი დაბადების დღეს შორს გადაადგილება და სპორტული ტრიუკებისაგან თავი შეიკაონხოლოალკოჰოლის მიღებაც ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდესროგორი სამართლიანიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოზიციამოითმინეთრათა უბრალო კამათი სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზარდოს.
თხის რქის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანპარტნიორებთან დაპარისპირებამაგრამაღნიშნული პერიოდის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და თქვენ საერთო ენას გამონახავთ მათთან.
ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის შესამჩნევი იქნება გარკვეული ,,ჩაკეტილობის’’ შეგრძნებაერთფეროვანი საქმიანობარომელიც თავის შედეგს დაგანახვებთ თქვენი დაბადების დღის შემდეგლომის თვეში.
ტყუპებისათვის კირჩხიბის თვე შესამჩნები ,,გამოფხიზლების’’ და გააქტიურების თვეაენერგიულობა და ოპტიმიზმი დადებით მოვლენებს მოიტანს თქვენთვის ცხოვრებაში.
მშვილდოსანს და მერწყულს შე
დარებით წინააღმდეგობრივი პერიოდი ექნებათმერყეობა საქმეშირაც საბოლოდ დადებითად დამთავრდება.


                                                             . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთრომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვისსაჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant


www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий