მთვარის მე-20 დღე 27.06-ის 23.19 სთ.დან 28.06-ის 23.51
სთ.მდე მოქმედენს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მორიელის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
“არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
|
|
მოქმედება:
|
ფრენა.
|
|
სახელწოდება:
|
არწივი, მუზა.
|
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, “აუცილებელი” საქმეებისთვის.
მისტიური
ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი ჴ რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური
ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ჴ ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში ჴ არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა,
ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება,,თევზების'' ზოდიაქოს ნიშანში 27.06-ის 12.32 სთ.დან 29.06-ის 17.06 სთ.მდე
პირველ რიგში გართულებას
ექვემდებარება ტერფები, ნერვული სისტემა, კანი. ეცადეთ ამ პერიოდში ორგამიზმიდან
შლაკების გამოდენის პროცედურები ჩაატაროთ.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ლომის და სასწორის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება. ქალწულის
და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთა ნ და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.
. . .
. . .
დღის დეტალური პროგნოზი:
28 ივნისის დილის საათები განსაკუთრებული ,,ორმაგი თამაშის’’, დიპლომატიურობის
საათები იქნება, 10 საათი კულმინაცია.
შემდგომი საათები დადებითია დღის 15.12
კულმინაცია, საქმეების მოსაგვარებლად.
16 საათიდან, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებსი, 22-24 საათი და შემდეგ, 29
ივნისის ღამის საათები, ამინდის მკვეთრი გაუარესება. სტიქიით მიყენებული ზარალი,
დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში თვალნათელი გახდება.
მოიმატებს 28 ივნისის 16
საათიდან 29 ივნისის შუადღემდე ტრავმების, ხანძრების სტატისტიკა.
სასურველია თუ შორს არ
იმგზავრებთ. 28-29 ივნისის ღამის საათებში აგრესია და ტრავმების ალბათობა იმდენად
მაღალია, სჯობს თუ ალკოჰოლის მიღებისაგან თავს შევიკავებთ.
საერთაშორისო ურთიერთობებში
მოსალოდნელია შეიარაღებული კონფლიქტები, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის.
. . .
(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий