суббота, 29 июня 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 29 ივნისი 2013 წელი.

მთვარის 21- დღე 28.06-ის 23.51 სთ.დან 30.06-ის 0.21 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ცხენი.
მოქმედება:
ამაღლება.
სახელწოდება:
ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.
აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური ზეგავლენა:
გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21- დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია:
სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.


მთვარე
 იმყოფება,,თევზების'' ზოდიაქოს ნიშანში     27.06-ის 12.32 სთ.დან 29.06-ის 17.06 სთ.მდე
პირველ რიგში გართულებას ექვემდებარება ტერფები, ნერვული სისტემა, კანი. ეცადეთ ამ პერიოდში ორგამიზმიდან შლაკების გამოდენის პროცედურები ჩაატაროთ.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგშიკირჩხიბის და მორიელის  ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ლომის  და სასწორის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            ქალწულის და თევზების     ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ტყუპების და   მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
29 ივნისი გაცილებით პოზიტიური დღეა.
ღამის საათებსი, კულმინაცია 4:16 ადრეულ დილამდე 8-9 საათი, მოლაპარაკებებსი დადებითი პერიოდია. დადებითი ინფორმაციების გაგების დროა.
შემდეგი დღის საათები ზომიერად დადებითია ნებისმიერი სფეროსათვის.
ეცადეთ, 16 საათიდან 17-19 საათამდე არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, (მთვარე რახუს პოლუტარაკვადრატი და მთვარე იუპიტერის აპლიკაციური კვადრატი), საქმეში გაურკვეველი მიზეზებით დაბრკოლება შეხვდება ზოგადად ყველა წამოწყებას.
17:03 საათზე მთვარე ზოდიაქოს შეიცვლის, გადავა ვერძის ნიშანში, რაც კიდევ ერთი ფაქტორია, რომ დღის მეორე ნახევარი 15-16 საათიდან საღამოს 19-20 საათამდე კრიტიკული იყოს ნებისმიერ სფეროში.
კონკრეტულად, მოსალოდნელია კლიმატური გართულებები აღნიშნული საქართველის ადგილობრივი დროის გადაყვანით მსოფლიოს ბევრ რეგიონში. მოიმატებს აგრესიის და კატასტროფების ალბათობა,
საღამოს 20 და, განსაკუთრებით 21 საათთან ახლოს საზოგადოება სიყვარულის და სიამოვნების, წვეულების და შემოქმედებით-გასართობი წარმოდგენების დასწრების ხასიათზე დადგება. შესაბამისად, თანხვდება 29 ივნისის საღამის და მრავალი გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიება ჩატარდება.
კარგად ჩაივლის სასიყვარულო შეხვედრები წყვილებს შორის 20-22-23 საათის პერიოდში.                                                             . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთრომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვისსაჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant


www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий