მთვარის 22-ე დღე 30.06-ის 0.21 სთ.დან 1.07-ის 0.51 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მშვილდოსნის მე-13 და
24-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
განეშას
სპილო (შივას შვილი),
მოტეხილი
ეშვით, გრაგნილი და
ოქროს გასაღები.
|
მოქმედება:
|
სწავლა.
|
სახელწოდება:
|
სპილო,
წიგნი.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
-
მისტიური
ზეგავლენა:
ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა “გარდაქმნების წიგნი ი-ცზინი”-თ. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური
ზეგავლენა:
სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22-ე დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
-
მედიტაცია:
წიგნი.
მთვარე იმყოფება,,ვერძის'' ზოდიაქოს ნიშანში 29.06-ის 17.06 სთ.დან 2.07-ის 1.43 სთ.მდე
პირველ რიგში, გართულებას
ექვემდებარება თავის არე, როგორც თავის არის ტრავმები, ასევე ტვინში სისხლის
რეგულაცია, შიდა თავის ქალის წნევა და თავის ზოგადი ტკივილები.იძლევა თავის არეში
ენერგიის გადამეტებულ დაგროვებას, შემდგომი აღნიშნული გართულებებით. უძილობას და
გონებრივი შრომით გადაღლას, თვალების დაავადებების გართულებას.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება. სასწორის
და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთა ნ და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
. . .
. . .
დღის დეტალური პროგნოზი:
ღამის 3-4 საათიდან, დილის
8.52 კულმინაცია და შემდგომი 2 საათი მოსალოდნელია ქალის და მამაკაცის
დაპირისპირება, მშობლების და შვილების, აგრეთვე ,,ხელმძღვანელობასთან’’ ზოგადი
კონფლიქტურობა. აგრეთვე ,კრიტიკულია საზოგადოების მასობრივი განწყობისათვის დილის
8-9 საათიდან 12.07 საათი კულმინაცია პლანეტარული ვიბრაციები
.13-16 საათს შორის გვექნება საშუალება, ფარდობითად დადებითი საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობების..
.13-16 საათს შორის გვექნება საშუალება, ფარდობითად დადებითი საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობების..
მთვარე ურანის შეერთება 16.00
საათზე, მოქმედებს თავისებურად, არა წინდაწინ, არამედ კულმინაციის საათზე და
შემდგომ 2-4 საათის განმავლობაში. (ეს გამოწვეულია ურანის გამოსხივებაში
აღმოჩენილი ტურბულენტობის გამო), გამომგონებლებისათვის და შემოქმედებით-მეცნიერული
საქმიანობისათვის განსაკუთრებულ მიგნებებს უწყობს ხელს, იწვევს,,გონების
განათებებს’’ ურანის სტილში. (ურანს მეორენაირად უწოდებენ ,,მანათობელ ელვას’’),
მაგრამ, მოსალოდნელია ხარვეზები ტელესაკომუნიკაციო სისტემების მუშაობაში, ავტო და ელექტროტრავმების ალბათობა გაზრდილი იქნება, ხანძრის, აფეთქებების ხშირი სტატისტიკა გადაუვლის მსოფლიოს. საოჯახო ტექნიკასა და საწარმოო აპარატურასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.
მაგრამ, მოსალოდნელია ხარვეზები ტელესაკომუნიკაციო სისტემების მუშაობაში, ავტო და ელექტროტრავმების ალბათობა გაზრდილი იქნება, ხანძრის, აფეთქებების ხშირი სტატისტიკა გადაუვლის მსოფლიოს. საოჯახო ტექნიკასა და საწარმოო აპარატურასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.
მოსალოდნელია არაპროგნოზირებადი
კლიმატური ანომალიები აღნისნულ საათებთან ახლოს პერიოდში.
19-20 საათიდან, გვიანი საღამო
დადებითად ჩაივლის მეგობრული თუ წყვილების შეხვედრები.
. . .
(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის, საჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).
* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომას, ახალი დღის დაწყებას, ამიტომ, აუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემში, როდესაც, მაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენ, რომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვის, ამ დროს, შესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდ, ნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანს, რადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნება, რაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებს. აუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий